Samsung არ არის ერთადერთი კორეული გიგანტი, რომელსაც კორონავირუსის გამო შეექმნა პრობლემები. LG Display-მაც შეაჩერა დროებით სმარტფონების ეკრანების წარმოება მას შემდეგ, რაც ქარხნის ახლოს ბანკის თანამშრომელს დაუდგინდა ინფექცია. კომპანია მუშაობას სავარაუდოდ 3 მარტისთვის განაახლებს, მაგრამ ძნელია ითქვას თუ რა გავლენა ექნება ამას სმარფოენბის წარმოების პროცესზე.
სავარაუდოდ ამის შედეგად მათივე წარმოების სმარტფონებს შეექმნება პრობლემები და უფრო მეტიც, სხვა კომპანიებსაც შესაძლოა ვერ მიაწოდონ საჭირო რაოდენობის პროდუქცია. LG Display ეკრანებს უამრავი ბრენდისთვის ამზადებს და მათ შორის არის Apple-ის iPhone-ები. სამუშაოების შეწყვეტამ რამდენიმე დღით შესაძლოა მარაგების ამოწურვა გამოიწვიოს.
Apple-მა უკვე გააკეთა განცხადება მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ. Microsoft-ის განცხადებით მათი ადრეული პროგნოზები არ გამართლდება პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. ჯერ-ჯერობით ძნელია უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება თუ რა ზეგავლენა ექნება ეპიდემიას ტექნოლოგიურ ბაზარზე.