წარმადობის მაღალი მაჩვნებლები ტოპ პროცესორების დამსახურებაა. გაჯეტები აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 865 ჩიპსეტით, წყლის გაგრილების სისტემით. სმარტფოენბს 12 გიგაბაიტამდე LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და X55 მოდემი აქვთ მე-5 თაობის ქსელებში სამუშაოდ.
მთავარი კამერა შედგება სამი მოდულისგან: 64 მპ. მთავარი, ფართოკუთხოვანი 13 მპ. და 5 მეპ. სიღრმის სენსორი. სელფის კამერა 20 მეგაპიქსელიანია.
მოდელებს შორის გარკვეული გნასხვავებაცაა. Black Shark 3 გამოიყენება 6,67 დიუმიანი AMOLED ეკრანი, გარჩევადობით 1080p, ხოლო Pro ვერსიაში უფრო დიდი 7,1 დიუმიანი ეკრანია 2K გარჩევადობით. ორივე მოწყობილობას აქვს HDR+ შესაძლებლობა და 90 ჰერცი განახლების სიხშირე და 270 ჰერცი სენსორების მგრძნობელობა, რაც თამაშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთი განსხვავება არის აკუმლატორის მოცულობა. უმცროსი მოდელი აღჭურვილია 4720 მა/სთ და უფროსს 5000 მა/სთ აკუმლატორით. არის 65 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, რაც მოწყობილობას 1 საათზე ნაკლებ დროში მუხტავს.
წინასწარი შეკვეთები სამრტფონებზე 10 მარტიდან დაიწყება, ხოლო 17-ში მათი ყიდვა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. Black Shark 3 (8+128) ღირებულება 500$ შეადგენს, საშუალო მოდელი (12+128) 540$ იქნება, ხოლო მაქსიმალური კონფიგურაციით სმარტფონის ფასი 570$ შეადგენს.