კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი ილონ მასკი კორონავირუსის ეპიდემიასა და მის თანმხლებ მოვლენებს Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.

მან დაწერა, რომ კორონავირუსის გამო პანიკა სიჩლუნგეა.

გამოქვეყნებიდან მცირე დროში ილონ მასკის პოსტი მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და 250 ათასზე მეტმა გააზიარა. ტვიტერის ათასობით მომხმარებელი კი მას კომენტარით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 3500-ს გადააჭარბა.

წინა სტატიამასჯიდ ალ-ჰარამი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ერთი დღით დაიხურა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები იტალიიდან ბრუნდებიან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი