დღეს ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანს.  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ BM.GE-ის უთხრა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში რომის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება.

რომიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ. საჭიროების შემთხვევაში, კარანტინს გაივლის ბორტის ეკიპაჟიც. რაც შეეხება თვითმფრინავს, კომპანიის დირექტორის ცნობით, მას იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ და სანიტარული წესით დაამუშავებენ.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 498-ია. 

წინა სტატიაილონ მასკი კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ატეხილ პანიკას Twitter-ზე გამოეხმაურა
შემდეგი სტატია10 მარტიდან იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი