დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:
მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:
· 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე; · 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას; · პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას; · კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.