კონტენტზე გადასვლა
Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს სხვადასხვა აპლიკაციებს

Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს სხვადასხვა აპლიკაციებს

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

Apple დღეიდან შეზღუდვას უწესებს ყველა აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი პროდუქტით სარგებლის მიღებას ცდილობს.

TechCrunch-ის მიხედვით, ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად Apple ამკაცრებს მოთხოვნებს COVID-19-ზე ფოკუსირებულ აპლიკაციებზე.

Apple ასევე კრძალავს კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ თამაშებსა და გასართობ აპლიკაციებს.

დეველოპერები ორიენტირებულები უნდა იყვნენ App Store-ში COVID-19-თან დაკავშირებულ ისეთი აპლიკაციების განთავსებაზე, რომლებიც კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქებას დააჩქარებს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!