მომავალი განახლება კონტენტის მენეჯმენტის სისტემის ავტომატური განახლებებს შეეხება და ამჯერად პლაგინებისა და თემების განახლების ავტომატიზაციას მოახდენს.
დღეისათვის ავტომატურად მხოლოდ სისტემის ბირთვი ახლდება, თუმცა გახშირებულმა ჰაკერულმა შეტევებმა ცხადყო, რომ საჭიროა ზომების მიღება და პლაგინების და თემების ახალი ვერსიები საჭიროებს დროულ რეაგირებას.
გასული თვეების განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობის პოპულარული პლაგინები აღმოჩნდა შეტევის სამიზნე, რის შედეგადაც მრავალი საიტის უსაფრთხოება აღმოჩნდა კომპრომეტირებული.
მსგავსი მოწყვლადობები ძალიან სწრაფად შეიძლება იყოს გამოსწორებული დროული განახლებების წყალობით, რადგანაც საიტების ადმინისტრატორები ხშირად აყენებენ თემებსა და პლაგინებს და მათი განახლებების შესახებ ივიწყებენ.
5.5 ვერსიის გამოსვლის შემდეგ ადმინისტრატორებს შეუძლიათ დააყენონ პლაგინები და რეალურად დაივიწყონ მათ შესახებ, თუმცა ახლა უკვე ჯერი დეველოპერებზეა, რომლებმაც განახლებები უნდა გამოუშვან უფრო ხშირად ვიდრე აქამდე.