კონტენტზე გადასვლა
Audible ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს

Audible ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

კომპანია Audible, განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება Audible Stories – ის ფარგლებში.

სია, რომელშიც მომხმარებელთათვის ამჟამად უფასოდ არსებული წიგნებია ჩამოთვლილი, ასობით აუდიოწიგნს იტევს. მათ შორისაა მერი შელის „ფრანკენშტაინი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ და ალან ალექსანდრ მილნის „ვინი პუჰი“.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!