მართლაც ცამეტ წლიანი მოლოდინის შემდეგ Half-Life სერია განახლდა და ლეგენდარული ფრანჩაიზის მორიგმა ნაწილმა იხილა სინათლე. გახდება თუ არა VR-შთამომავალი ღირსეული გაგრძელება? ჟურნალისტები და დეველოპერები ამაში დარწმუნებული არიან, თუმცა ბოლო სიტყვას მაინც გეიმერები იტყვიან.
Half-Life: Alyx გამოვიდა დათქმულ ვადებში, გადადების და სხვა ხარვეზების გარეშე. თამაშის ავტორებმა ყველაფერი უკანასკნელ დეტალებამდე გათვალეს, რომ გამოეშვათ თამაში აღქმულ დღეს. Steam-ში მისი ყიდვა უკვე შესაძლებელია 27.99 დოლარად. მიუხედავად საკმაოდ მისაღები ფასისა Alyx-ის თამაში გეიმერებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, რადგანაც მას ჭირდება VR სისტემასთან თავსებადი მძლავრი კომპიუტერი და თვით VR ჩაფხუტი.