Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა კალიფორნიას ფილტვების ვენტილაციის 1000 აპარატი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულებს რაოდენობით, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, აშშ მესამე ადგილს იკავებს. თავდაპირველად ილონ მასკი ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პანიკას უაზრობად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე გადამეტებული იყო. მასკი, ასევე, ეწინააღმდეგებოდა Tesla-ს ქარხნის დახურვას აშშ-ში.