UG Startup Factory იწყებს სტარტაპ დისტანციურ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეხუთე ნაკადის მიღებას.
პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან, იქნებიან უზრუნველყოფილები მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ში, მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას და სხვ. მონაწილეების გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
1. იდეის ვალიდაცია და ტესტირება; 2. გუნდის ფორმირება; 3. ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება; 4. MVP-ზე მუშაობა; 5. მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის; 6. დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად;