მიხეილ ჩხენკელი: „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებს დისტანციური სწავლების ქართულ საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდსს“ ვთავაზობთ“ – “Feedc Edu”-ს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა.

დისტანციური სწავლების მეთოდებზე საუბრისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაწყებულ პროექტზე „ტელესკოლა“ და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად საინტერესო და ეფექტიანი.

წინა სტატიაპროგრამა Ableton 90 დღის მანძილზე შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ
შემდეგი სტატიაStartupForStartup ორ სესიად ჩატარდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი