კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ქართული ვერსია შექმნა.
“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების უმრავლესობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, მოსწავლეებს ონლაინ სივრცეში დროის უდიდესი ნაწილის გატარება უწევთ” – წერს კომუნიკაციების ეროვნული კომისია l GNCC.
ინტერნეტში ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხო ნავიგაციისთვის, კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ქართული ვერსია შექმნა. აპლიკაციის საშუალებით, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა თამაშით ისწავლონ ინტერნეტის უსაფრთხოდ და სასაგრებლოდ გამოყენება. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე – http://bit.ly/2qJbdfQ