Apple-მა მეორე თაობის iPhone SE წარმოადგინა და ის სამ – შავ, თეთრ და წითელ ფერებშია ხელმისაწვდომი 399$-დან.
iPhone SE-ს აქვს სამი ვერსია – 64/128/256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. გაყიდვები საიტიდან და Apple Store აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი, ასევე იქნება ხელმისაწვდომი ავტორიზებული გადამყიდველების მაღაზიებსა და ზოგიერთი მობილური ოპერატორისგან.
წინასწარი შეკვეთები 23 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი iPhone SE-ს მომხმარებლები მიიღებენ Apple TV+ ერთ წლიან უფასო ხელმოწერას.
iPhone SE-ს გაყიდვდებიდან შემოსული თანხის ნაწილს კომპანია Covid-19-თან ბრძოლის გლობალურ ფონდში ჩარიცხავს. ფონდი აფინანსებს გასაჭირში მყოფ ქვეყნებს და კერძოდ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით, ლაბორატორიული ხელსაწყოების შეძენაში და ინფექციის დიაგნოსტიკაში დაეხმარება.
სმარტფონი აღჭურვილია 4.7” რეტინა ეკრანით Retina HD, Touch ID ავტორიზაციის სისტემით. მასში ჩაშენებულია A13 Bionic პროცესორი, რომელიც დღეისათვის ყველაზე სწრაფია. პრიველად A13 Bionic ჩიპი გამოყენებული იყო iPhone 11 და iPhone 11 Pro მოდელებში.
ახალი მოწყობილობის კორპუსი შუშისა და ალუმინისგან არის დამზადებული, რომელიც აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში გამოიყენება. წინა პანელი მთლიანად შავია, ხოლო კორპუსი წყლისა და მტვრის ზემოქმედებისგა IP67 სტანდარტის შესაბამისად არის დაცული (დასაშვებიეა ერთ მეტრამდე წყლაში ჩაძირვა 30 წუთამდე დროის განმავლობაში).
iPhone SE-ს კამერის მოდული ერთი აქვს და ის 12 მეგაპიქსელიანი სენსორისგან შედგება ოპტიკური სტაბილიზაციით. ის უკეთესია iPhone 8-ის მუდულზე, მაგრამ ჩამორჩება iPhone 11-ის შესაძლებლობებს უფრო სუსტი ოპტიკური მახასიათებლების გამო.
სმარტფონის ეკრანს აქვს Dolby Vision-ის მხარდაჭრა HDR10 სტანდარტის შესაბამისად. ახალი iPhone აღჭურვილია “Home” ღილაკით, რომელიც საფირონის შუშითაა დაცული და აქვს უკაბელოდ დამუხტვის მხარდაჭერა Qi სტანდარტით. მისი დამუხტვა 50%-მდე 30 წუთშია შესაძლებელი.