ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე, მათთვის კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება.
„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას“, – აცხადებენ REDMED-ში.