AMD-ს სამაგიდო პროცესორების ხაზში ორი ახალი Ryzen 3: 3100 და 3300X გამოჩნდა, რომელიც საშუალო დონის სათამაშო და სამუშაო კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. ასევე წარმოადგინეს ახალი ჩიპსეტი AMD B500, რომელიც ასევე საშუალო ფასის სეგმენტის სისტემურ პლატებისზეა გათვლილი.

ახალი პროცესოებთ AMD-მ თანამედროვე Zen 2 არქიტექტურა ბიუჯეტურ კლასში შემოიტანა. Ryzen 3 3100 და 3300X პროცესორები 7-ნანომეტრიანი FinFet ტექ-პორცესისთ მზადდება. ყოველ მათგანს აქვს ოთხი ბირთვი, რომლებიც 8 ნაკადად არის დაყოფილი. მონაცემებით ისნი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ტაქტურ სიხშირეში და მისი გაზრდის პოტენციალშია.

AMD ამბობს, რომ ახალი ჩიპები კონკურენტ პლატფორმაზე 20%-ით მძლავრია თამაშებში და 75%-ით გრაფიკულ აპლიკაციებში. კონკურენტ პლატფორმად Intel-ის Core i3 – 9100 მოიხსენიება, რომელიც ფასითაც შესაბამისია.

AMD Ryzen 3 3100 /3300X-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 4 ბირთვის და 8 ნაკადი
  • TDP — 65 ვატი
  • ტაქტური სიხშირე (სტანდარტული და გაზრდილი) — 3,6 და 3,9 გჰც/ 3,8 და 4,3 გჰც
  • კეშ-მეხსიერება— 18 МБ
  • სოკეტი— AM4

დამტებით წარმოადგინეს ახალი ჩიპსეტი AMD B550, რომელიც არც ისე ძვირადღირებული სისტემული პლატებისთვისაა – მათ ექნებათ ახალი Ryzen 3 პორცესორების მხარდაჭერა. მთავარი სიახლე ჩიპსეტში არის PCIe 4.0-ის მხარდაჭერა, რაც აორმაგებს გამტარუნარიანობას სხვა მაკომპლექტრებელი ნაწილებისთვის.

დედაპლატები AMD B550 ჩიპსეტზე უკვე 16 ივნისიდან გამოვა და მათ ASUS, ASRock, GIGAGBYTE, MSI და სხვა პარტნიორები აწარმოებენ.

პროცესორების შეძენა შესაძლებელი იქნება მაისიდან. Ryzen 3 3100 99$ ეღირება, ხოლო უფროსი მოდელი Ryzen 3 3300 120$.

წინა სტატიაFacebook-ის კრიპტოვალუტამ იმედები ვერ გაამართლა
შემდეგი სტატიაFortninte – Play Store-ში გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი