სპეციალური სენსორებითა და სისტემით აღჭურვილი დრონები, რომელიც ამერიკულმა კომპანია Draganfl-მ წარმოადგინა, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს ამოიცნობენ.დრონებს 58 მეტრის მანძილზე ადამიანის სხეულის ტემპერატურის,სუნთქვის და გულისცემის სიხშირის გაზომვა შეუძლია.დრონების ყურადღების მიღმა არც დაცემინების, დახველების და არც სოციალური დისტანციის დარღვევის შემთხვევა რჩება. ვესტპორტში და კონექტიკუტში, სადაც სატესტო ფრენები განხორციელდა, ინფიცირების საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა დრონების ფრენის პროგრამა სახის ამომცნობ სისტემას არ იყენებს, ინდივიდუალურ მონაცემებს არ აგროვებს, იგი პიროვნების იდენტიფიკაციისთვის არ არის განკუთვნილი.