Mi Note 10 Lite
სმარტფონი Mi Note 10-ის უფრო ბიუჯეტური ვერსიაა. 108 მეგაპიქსელიანი კამერის ნაცვლად მას 64 მეგაპიქსელიანი აქვს. დანარჩენი მონაცემებით ის თითქმის არ განსხვავდება ორიგინალური მოდელისგან. მას იგივე პროცესორი, აკუმლატორი და დიდი OLED ეკრანი აქვს, რომელიც ნაპირებისკენ მომრგვალებულია და თითის ანაბეჭდების სკანერი აქვს ჩაშენებული.
ტექნიკური მონაცემები:
- ეკრანი— 6,47 დიუმი, Full HD+, OLED, 19:9
- მეხსიერება — 6 ГБ ოპერატიული და 128 ГБ მუდმივი.
- კამერა: მთავარი 64 მპ + 8 მპ + 8 მპ + 5 მპ + 2 მპ
- აკუმლატორი — 5260 მა/სთ სწრაფი დამუხტვით 30 ვტ.
- პროცესორი — Snapdragon 730G
თითქმის ფლაგმანი მთთვის ვისაც არ ჭირდება 108 მეგაპიქსელიანი კამერა. Mi Note 10 Lite-ს აქვს ფლაგმანური დიზაინი შუშის კორპუსით და მას რა თქმ უნდა აქვს NFC მოდული და ინფრაწითელი პორტი საოჯახო ტექნიკის მართვისთვის.
ევროპაში Mi Note 10 Lite 349 ევრო ეღირება.
Redmi Note 9
ეს საბაზისო ბიუჯეტური სმარტფონია, მას აქტუალური დიზაინი რამდენიმე კამერით და საბაზიზო ფუნქციონალი აქვს, რომელში შედის სწრაფი დამუხტვა და NFC მოდული უკონტაქტო გადახდებისთვის.
სმარტფონმა მიიღო პრიალა პლასტმასის კორპუსი, რომელიც შუშას წააგავს. თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზეა, რადგანაც მას IPS ეკრანი აქვს. ეკრანს აქვს 6,53 დიუმი დიაგონალი და FullHD+ გარჩევადობა. ასევე მასში არის ოთხი კამერა 48/8/2/2 მეგაპიქსელი გარჩევადობით. წინა კამერა 13 მეგაპიქსელია და დამალულია ეკრანის კუთხეში.
Redmi Note 9 მუშაობს MediaTek Helio G85-ის ბაზაზე, აქვს 3 ან 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 128 გიგაბაიტი მუდმივი მეხსიერება შესაბამისად. ასევე არის microSD ბარათების სლოტი დამატებითი მეხსიერების ფუნქციონალისთვის. სმარტფონეს აქვს 5020 მა/სთ აკუმლატორი 18 ვატიანი სწრაფი დამუხტვით, NFC მოდული, ინფრაწითელი პორტი და 3.5 მმ. აუდიო ჯეკი.
Redmi Note 9-ის ფასი 200 დოლარამდე იქნება.
Redmi Note 9 Pro
ეს ბიუჯეტური და დიდი სმარტფონი იქნება 6,67 დიუმიანი IPS/FullDH+ მატრიცით. თითის ანაბეჭდების სკანერი აქაც უკანა პანელზეა მოთავსებული. 32 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ეკრანის კუთხეშია დამალული, რისი წყალობითაც სმარტფონის ჩარჩოები უფრო კომპაქტური გამოვიდა.
ოთხ-კამერიანი ფოტო/ვიდეო მოდულის მონაცემები:
- მთავარი— 64 მპ
- ფართო კუთხოვანი — 8 მპ
- მაკრო — 5 მპ
- სიღრმის სენსორი — 2 მპ
Redmi Note 9 მუშაობს Snapdragon 720G პროცესორზე და ხელმისაწვდომია 64 გიგაბაიტი UFS 2.1 შიდა მეხსიერებით და 6 გიგაბაიტი LPDDR4X ოპერატიული მეხსიერებით. რა თქმა უნდა არის microSD ბარათების სლოტი, ინფრაწითელი პორტი და 3.5 მმ. აუდიო ჯეკი ყურსასმენებისთვის. არ არის NFC, თუმცა საერთაშორისო ვერსიაში მისი გამოჩენა მაინც მოსალოდნელია..
სიახლე 269 დოლარად გაიყიდება.