სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ანიმირებული გამოსახულების პლატფორმა GIPHY შეიძინა. როგორც Axios გვატყობინებს სერვისში კომპანიამ 400 მლნ. დოლარი გადაიხადა.

Axios-ში ამბობენ, რომ კომპანიებმა პარტნიორობის შესახებ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე განაცხადეს, თუმცა თავდაპირველად მიყიდვის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მოსალოდნელია, რომ GIPHY შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდს და დასაწყისისთვის Facebook-ის სერვისებთან ინტეგრაცია Instagram-ით დაიწყება. მომხმარებლებისთვის ყველაფერი უცვლელი დარჩება, ხოლო დეველოპერები და პარტნიორები შეინარჩუნებენ API-ზე წვდომას.

GIPHY ჯერ კიდევ 2013 წელს შეიქმნა ნიუ-იორკში. მას შემდეგ კომპანიამ 150 მილიონამდე ვენჩურული ინვესტიცია მოიზიდა, ხოლო ბოლო მონაცემებით მისი ღირებულება 600 მილიონამდე დოლარი იყო.

წინა სტატიაბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება
შემდეგი სტატიაFacebook-მა Messenger Rooms-სერვისი გაუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი