Raspberry Pi ფონდმა წარმოადგინა ერთ-პლატიანი კომპიუტერის 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელი, რომელიც 75$ ეღირება. წარმოებიდან მოიხსნა 1 გიგაბაიტიანი მოდელი და ახლა უკვე 35$ შეგიძლიათ 2 გიგაბაიტიანი ვერსიის შეძენა.
ჩიპი BCM2711 ოთხი Cortex-A72 ბირთვით ARMv8 არქიტექტურაზე შესაძლებლობას იძლევა სისტემას მაქსიმუმ 16 გიგაბაიტი მეხსიერება ქონდეს. 2019 წელს, როცა მე-4 თაობის პირველი მოდელები გამოვიდა, მწარმოებელმა ვერ შელძო მოეძებნა 8 გიგაბაიტიანი მოდულების ხელსაყრელი მომწოდებელი, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა გამოჩნდა და პარტნიორმა კომპანია Micron-მა შეძლო შესაბამისი ჩიპების მიწოდება Sony UK-ის საწარმოო ბაზაზე.
უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ Raspbian საოეპრაციო სისტემა 32-ბიტიანია და ერთი აპლიკაციისთვის ის 3 გიგაბაიტზე მეტი მეხსიერების გამოყოფას ვერ შეძლებს, თუმცა ფონდი უკვე მუშაობს საოპერაციო სისტემის 64 ბიტიან ვერhttps://www.raspberrypi.org/blog/8gb-raspberry-pi-4-on-sale-now-at-75/სიაზე, რომელსაც ახალი მოდელის ყველა უპირატესობით შეეძლება სარგებლობა.
მომხმარებლებს ოფიციალური მხარდაჭერის გამოჩენამდე თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ სხვა მწარმოებლების 64 ბიტიანი საოპერაციო სისტემებით, როგორიცაა Ubuntu და Gentoo.
ხელმისაწვდომია ოფიციალური 64 ბიტიანი სისტემის ბეტა ვერსიაც.