Android 11-ის რელიზამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საჯარო ბეტა ვერსია უკვე ივნისში გამოვა. სექტემბრისკენ კი პირველ რელიზებს ვიხილავთ Google Pixel მოწყობილობებზე, რის შემდეგაც დაიწყება გრძელი და მტანჯველი, სხვა სმარტფონების განახლების პროცესი. მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრ მოწყობილობაზე ჯერ Android 10-ის განახლებაც კი არ მოსულა.
ქვემოთ მოყვანილი სია არის სმარტფონები, რომელთა მწარმოებლებიც ვალდებული არიან გამოუშვან Android 11 ჩამოთვლილი მოდელებისათვის. სია შესაძლოა მომავალში შეიცვალოს და ზოგერთმა მაწარმოებელმა უფრო ძველი მოწყობილობების განახლებაც გამოუშვას.