შეგიმჩნევია თუ არა რომ როდესაც ადამიანი აცემინებს ან ნიღბის გარეშე მოძრაობს, ინსტინქტურად ან ავტომატურად მისგან თავს რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით ვიკავებთ. ეს ქცევები შესაძლოა ქცევითი იმუნური სისტემის ნაწილი იყოს. “ქცევითი იმუნური სისტემა” ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული ტერმინია და გულისხმობს ადაპტიური პასუხის გაცემის ევოლუციას.
ადამიანის ქცევითი იმუნური სისტემა იწვევს საზიანო ქცევების თავიდან არიდებას კონნიტიურ საფუძველზე და ამის შემდგომ დაცვითი ქცევების მოტივირებას ახდენს. ეს არის თავდაცვის პირველი ხაზი – ტვინის მცდელობა რომ ფიზიოგიური იმუნური სისტემა დაიცვას საფრთხისაგან. ქცევითი იმუნური სისტემა შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ნერვული სისტემის მიზანი ფიზიოლოგიური იმუნური სისტემა დაიცვას პოტენციური საფრთხისაგან. საფრთხის ფიზიოლოგიური გამოხატვაა სიცხე ან ღებინება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვირუსებისგან – შესაბამისად გონება ცდილობს რომ დაგვიცვას სწორედ ამ პარაზიტებისაგან.
“ყველას გაგვაჩნია ქცევითი რეპერტუარები, რომლითაც თავს ვარიდებთ პათოგენებთან ან დაავადებულ ადამიანებთან კავშირს.”
ნეით პიპიტონი, PhD, ფლორიდის უნივერსიტეტის ევოულუციური ფსიქოლოგი ამბობს, რომ ქცევითი იმუნური სისტემა შედგება ავტომატური და ინსტინქტური რეაქციებისაგან – თითქოსდა ეს წარმოადგენს ნევრული სისტემის განგრძობას. “ამ ქცევათა უმეტესობა არ არის ფიქრის პროცესისაგან მიღებული – ნაცვლად ამისა, ეს ქმედებები მიღებულია პრიმიტიული პროცესიისგან. კოგნიტური პროცესი საშუალებას გაძლევს გაამართლო ქმედებისგან მიღებული შედეგი”.
თავდაცვითი ქცევები – როგორიცაა ავადმყოფი ადამიანისგან თავის შორს დაჭერა – არის ძირითადი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანთა წინაპრები გადარჩნენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემიის შემდეგ აღნიშნული თავდაცვითი ინსტინქტები მეტად თვალსაჩინო გახდება. “ყველას გაგვაჩნია ქცევითი რეპერტუარები, რომლითაც თავს ვარიდებთ პათოგენებთან ან დაავადებულ ადამიანებთან კავშირს,” – ამბობს პიპიტონი. “და ისინი მეტად გააგრძელებენ მანიფესტაციებს კოვიდ-19-ის წყალობით”.
გონების როლი პრევენციულ მედიცინასთან დაკავშირებით
2011 წელს Scientific American-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ევოლუციური ფსიქოლოგი მარკ შელერი, ქცევით იმუნურ სისტემას აღწერს როგორც გონების გზას ჩაერთოს პრევენციულ მედიცინაში. “ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც შემუშავებულია ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში იპოვოს ავადმყოფობის წარმომშობი პარაზიტები. პასუხად კი გონება გვეხმარება ჩვენ რომ მათთან კონტაქტი თავიდან ავირიდოთ,” – წერს ის.
ერთ-ერთი გზა რომლის საშუალებითაც ქცევითი იმუნური სისტემა ზედაპირზე გამოჩნდება არის ზიზღის შეგრძნება: აჯანყება და ფიზიკურად აცილება იმ საგნების, რომელთაც შეიძლება ავად გაგვხადონ. კვლევებზე დაყრნობით, ძირითადად ადამიანები გრძნობენ “პათოგენის ზიზღს”: მაგალითად, ზიზღი პატარა მღრნელებისა და ობობების მიმართ, რომელების ისტორიულად დაავადებათა გადამტანები იყვნენ (როგორც ბუბონის ჭირის შემთხვევაში).
რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართაც განვიცდით ზიზღს, როდესაც ჩვენი გონება მათ აღიქვამს პოტენციურ ინფექციის აგენტად: ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები განსაკუთრებულ ზიზღს განიცნიადნ როდესაც ხედავენ ჰიგიენის ნორმების უხეშ დარღვევას; ასევე, როდესაც ხედავენ ვიზუალურად ამაზრზენ სანახაობას, მაგალითად ჩირქით სავსე ჭრილობას.
კოვიდ-19-ის პერიოდში, ამგვარი ქცევითი იმუნური გამოხატულებები განსაკუთრებულად არგად ჩანს. მაგალითად, როდესაც ადამიანები ღიზიანდებიან და თავს არიდებენ აშკარად ავად მყოფ ადამიანს ან იაზრებს რომ შეიძლება კონკრეტული ადამიანისაგან ვირუსი გადაედოს (მაგალითად მეზობელი, რომელსაც წუხელ სახლში ფართი ჰქონდა).
ზოგიერთი ქცევა შედარებით დახვეწილია. მარიანა სტრონგინი, PhD, კლინიკური ფსიქოლოგი ნიუ იორკში, გვიზიარებს საკუთარი პაციენტების გამოცდილებას. მისი თქმით რამდენიმე პაციენტმა შენიშნა რომ ქუჩაში უცხო ადამიანთან გვერდის ავლის დროს ისინი ავტომატურად იკავებდნენ სუნთქვას.
საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით, ავად მყოფ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვის შემცველი ქცევები ამოტივირებს ფიზიოლოგიურ იმუნურ ქცევას. ერთი კვლევის მიხედვით, ხალხი რომელიც გრძნობს ზიზღს მათ ნერწყვში მეტი იმუნური ფუნქციონალის კვალი შეიმჩნეოდა. მეორე კვლევის მიხედვით, ვინმეს დაცემინების ყურება აპროვოცირებს სისხლის თეთრი უჯრედების მოქმედებას.
ქცევითი იმუნური სისტემის ნეგატიური მხარე
ფიზიკური იმუნური სისტემა სხეულზე ზარს რეკავს პოტენციურად არაკომფორტული სიმტომების გამოვლინებით (სიცხე, ღებინება და ა.შ.) – სწორედ ეს არის იმუნური პასუხი. მსგავსად ფიზიკური იმუნური გამოვლინებებისა, გვაქვს ქცევითი იმუნური გამოვლინებებიც. ეს უკანასკნელი სოციალურ ურთიერთობებში გამოიხატება. ის შეიძლება გახდეს მიზეზი, რის გამოც ავირიდებთ სოციალურ სიტუაციებს, რაც მიგვიყვანს თვითიზოლაციამდე და მარტოობამდე (მაშინაც კი როდესაც სოციალური დისტანცია არ არის აუცილებლობა, როგორც პანდემიის დროს).
სხვა სიტუაციებში, შესაძლოა სხვა დაზიანდეს. მაგალითად, ექსპერტები ამბობენ რომ ქცევითი იმუნური სისტემა იწვევს ყუყმანის შეგძნებას უცხო ადამიანების მიმართ, რაც გამოიხატება ქსენოფობიისა და კულტურული სტერეოტიპების სახით. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ ცრურწმენების ძალა ამაღლდა იმ ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს ინფექციის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარედ აღიქვამდენენ საკუთარ თავს. “საგვარეულო მდგომარებით, უცხოები წარმოადგენენ მტრის ბანაკს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საკუთარი რესურსებისათვის ან წარმოადგენს სართხეს ოჯახში ინფექციის გავრცელებისათვის,” – ამბობს გლენ გეჰერი, PhD, ევოლუციური ფსიქოლოგი და პროფესორი ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მარადიული ჰიპერ-სიფხიზლე კოვიდ-19-ის შემდეგ
შელერი Scientific American-ში წერს, შეუძლებელია აღმოვაჩინოთ ყველა ადამიანი, რომელმაც შეიძლება ინფექცია გადმოგვდოს. გონება უყვარს მეტისმეტი სიფრთხილის გამოჩენა. იფიქრე ქცევით იმუნურ სისტემაზე, როგორც კვამლის დეტექტორზე: შესაძლოა გქონდეს ისეთი, რომელიც არის მეტისმეტად მგრძნობიარე ფუნქციონალით და განგაშის ზარს იძლევა მაშინაც კი როდესაც უბრალოდ სამზარეულოში საჭმელს ამზადებ. და გირჩევნის ასეთი გქონდეს ვიდერე, ისეთი რომლის ბატარეაცდამჯდარია მაშინ როდესაც სამზარეულო კვამლით არის სავსე.
პიპიტონის პროგნოზით, ამგვარი ჰიპერ-სიფხიზლე, რომელიც გამოიხატება ნიღბის ტარებიდან დაწყებული ადამიანთან შეხების ყოყმანით დამთავრებული ქცევებით, შესაძლოა რომ დიდხანს დარჩეს ჩვენთან ერთად მას შემდეგაც კი როდესაც SARS-Cov-2 ვირუსი საფრთხე აღარ იქნება. და შესაძლებელია ეს მდგომარეობა წლობითაც კი გაგრძელდეს. შესაძლოა გამაღიზიანებელია ორჯერ ფიქრი ჩაეხუტო თუ არა მეგობარს ან შეხვდე თუ არა მეზობელს, მაგრამ ეს ქცევები იმას მიუთითებს რომ თქვენი გონება აქტიურად იბრძვის გადარჩენისათვის.
თუ თქვენი ჰიპერ-სიფხიზლე წარმოადგენდეს იქნება იზოლაციის ან შფოთვის მიზეზს მას შემდგედაც კი რაც Covid-19 დაწყნარდება, დაფიქრდით დახმარების მიღებაზე. სტრონგინის განცხადებით ადრეული ინტერვენცია არის გასაღები – ეს გულისხმობს მენტალური ჯანმრთელობის მკურნალობას სტრესის შესამცირებლად. “ადამიანებს ეუბნებიან რომ სამყარო საშიშ ადგილად იქცა. და რთული იქნება ამ რწმების შეცვლა მას შემდეგ რაც ეს რწმება ჩაგვიჯდება გონებაში. ამგარად მნიშნელოვანია რომ მივიღოთ დახმარება მანამ, სანამ ეს რწმენები გაჯდება ადამიანთა გრძელვადიან ქცევებში.”