გუშნ გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Sony-მ წარმოადგინა PlayStation 5-ის თამაშები სადაც გეიმერების წინაშე წარსდგა მრავალი თამაში, მათ შორის აღმოჩნდა ისეთებიც, რომელთა გამოც ახალი კონსოლის ყიდვა მოგინდებათ და რაც მთავარია, Sony-მ გაამხილა კონსოლის დიზაინი.

ბევრი თვლიდა, რომ Sony მიბაძავდა Microsoft-ს და კონსოლის დიზაინი მსგავსი ფორმ-ფაქტორის იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კონსოლი ვერტიკალურია და მისი ჰორიზონტალურად მოთავსებას ხელს სადგამი უშლის. გარდა ამისა ის ძალიან განსხვავდება წინამორბედებისგან, რომლებიც ასე თუ ისე ერთსა და იმავე დიზაინის ფილოსოფიას მიყვებოდნენ. PlayStation 5 დახვეწილი ფორმებისაა და უფრო ფუტურისტულია.

წინა სტატიაXiaomi-ს რომელი სმარტფონები მიიღებენ Android 11 ბეტა 1 განახლებას ?
შემდეგი სტატიაSpace X-მა 58 Starlink-ის სატელიტი გაუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი