2020 წლის ივნისის ბოლოსკენ Intel-ის ყოფილმა ინჟინერმა ფრანსუა პიენდოელმა გაამხილა, რომ ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოცა Apple გადავიდა ARM პროცესორებზე იყო დიდი პრობლემები Skylake მიკროარქტიტექტურაში.
პიენდოელმა განმარტა, რომ ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამო პროცესორები პრობლემა იყო არა მხოლოდ Intel-ისთვის, არამეთ მისი პარტნიორებისთვისაც. ინჟინრები წარმოებისას ხვდებოდნან მთელ რიგ უსიამოვნებებს Skylake-ში. იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ Apple-ის ინჟინრებიც, რომლებიც ფაქტიურად ატესტირებდნენ Intel-ის ახალ არქიტექტურას. Apple-მა Skylake პროცესორები 2015 წლის iMac-ში და 2016 წლის პირველი თაობის MacBook და MacBook Pro-ებში.
WWDC-ზე ტიმ კუკმა საკუთარ პროცესორებზე გადასვლის შესახებ აუწყა მსოფლიოს. ეს არქიტექტურის მესამე შეცვლაა კომპანიის არსებობის ისტორიაში. macOS Big Sur იქნება პირველი სისტემა ორივე პლატფორმის მხარდაჭერით, ხოლო უახლოეს 2 წელიწადში კომპანია შეწყვეტს Intel-ის პროცესორების მხარდაჭერას. ზოგიერთმა დეველოპერმა და მათ შორის გიგანტებმა უკვე დაიწყეს თავიანთი აპლიკაციების პორტირება ახალ სისტემაზე, ხოლო ახალი პროდუქტები უკვე წლის ბოლოსკენ დაანონსდება.
Apple აცხადებს, რომ მომხამრებლებისთვის ამ გადასვლას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგანაც მათი ჩიპები გაცილებით დიდი წარმადობითა და ნაკლები ენერგომოხმარებით გამოირჩევა. სერთო არქიტექტურა დადებითად აისახება დეველოპერებზე, რომლებიც თავანთ აპლიკაციებს კომპანიის წარმოებულ ყველა მოწყოვბილობისთვის ერთი არქიტექტურისთვის შექმნიან.