კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ბიუჯეტური Redmi 9A და Redmi 9C.
მოწყობილობების გარეგნობა თითქმის ერთნაირია: წვეთის ფორმის კამერა სელფისთვის, საკმაოდ ფართო ჩარჩოები გარშემო და კორპუსის ნათელი ფერები.
Redmi 9A აღჭურვილია 6.53” HD+ ეკრანით, მუშაობს Mediatek Helio G25 ჩიოსეტზე და აქვს 2/32 გბ. მეხსიერება. აკუმულატორის მოცულობა 5000 მა/სთ. მთავარი კამერა 13 მეგაპიქსელიანია, ხოლო სელფი 5 მპ.
Redmi 9C-ს აქვს ანალოგიური ეკრანი, მაგრამ უკეთესი ჩიპსეტი Mediatek Helio G35. მას იგივე მოცულობის მეხსიერება და აკუმლატორი აქვს. კამერაში 13 მეგაპიქსელიანი მოდულის გარდა არის კიდევ დამატებით ორი, თუმცა მათი მონაცემები უცნობია. ამ მოდელს დამატებული აქვს Yითის ანაბეჭდების სენსორიც.
Redmi 9A – 85$
Redmi 9C – 100$