კომპანია Bethesda-მ სერიალი Fallout-ის მოტივებზე დაფუძნებული სერიალი დააანონსა, რომელსაც “ველური დასავლეთის” ავტორები ლიზა ჯოი და ჯონათან ნოლანი გადაიღებენ. სერიალი გახდება Amazon Prime Video-ს ექსკლუზივი, წარმოებაა სტუდია Kilter Films-ბაზაზე იქნება. ადაპტირებაზე Bethesda Game Studios-დან იმუშავებენ ტოდ ჰოვარდი და ჯეიმს ალტამნი, რომლებიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან.
ამ ეტაპზე სერიალი პრე-პროდაქშენის სტადიაზეა და არ არის ცნობილი მისი გამოსვლის თარიღი.