“ოვერშეარინგი” არის როდესაც ადამიანები დიდი რაოდენობით პერსონალურ ინფორმაციას აზიარებენ საჯარო სივრცეში ან უზიარებენ უცხო ადამიანს. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ. სოციალურ მედიაში დიდ პრობლემას წარმოადგენს პირადი ინფორმაციის გადაჭარბებული დოზით გაზიარება, რაც ამარტივებს “საკუთარი თავის ინტერნეტში განთავსებას”.
პირადი ინფორმაციის გადაჭარბებულად გაზიარების მაგალითები
ადამიანები ინტერნეტში პირად ინფორმაციას გადაჭარბებული რაოდენობით სხვადსხვა მეთოდებით აზიარებენ. იხილეთ რამდენიმე მაგალითი:
- ინტიმური დეტალების გაზიარება საკუთარი ურთიერთობების, მეგობრობის, ოჯახური საკითხებისა და პერსონალური დრამის შესახებ.
- სოციალური მედიის გამოყენება პირადი ემოციების გამოხატვისათვის.
- ისეთი სურათებისა და ვიდეოების გაზიარება, რომელიც მიჩნეულია პირადად.
- საკუთარი ან მეგობრების უხერხული ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება.
- საკუთარი საკვების რეგულარულად გაზიარება.
- სადაც წახვალთ ყველგან “დაჩექინება”.
- გაზიარება თუ რას აკეთებთ ამა თუ იმ მომენტში.
- საკუთარი ბავშვების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციის და ფოტოს გაზიარება.
რატომ აზიარებენ ძალიან ბევრ პირად ინფორმაციას?
დამწყებთათვის სოციალური ქსელების დიდი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირადი ინფორმაციის დიდი რაოდენობით გაზიარება. მოცემულია სხვა რამდენიმე მიზეზი რამაც შესაძლოა გამოიწვიოს “ოვერშეარინგი”:
სოციალური ქსელი, როგორც წამახალისებელი ფაქტორი
სოციალური ქსელები მოუწოდებენ მომხმარებლებს რომ გააზიარონ ყველაფერი საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ. იოლია, რომ განაახლო სტატუსი, დაპოსტო ფოტო ან ვიდეო, დაჩექნიდე ღილაკზე ერთი დაჭერით. სამწუხაროდ, ამან შესაძლოა ადამიანი მიიყვანოს შფოთვით მდგომარეობამდე რომელსაც ეწოდება FOMO და იშიფრება როგორც რაიმეს გამოტოვების შიში. FOMO არის დროში გაწელილი შეგრძნება რომ ადამიანები შესაძლოა რაიმეს აკეთებენ უშენოდ ან რაღაც ხდება შენს გარეშე.
სოციალური ქსელებში მომხმარებელთა პროფილები გვაძლევს შთაბეჭდილებას თითქოს სხვა ადამიანების ცხოვრება გაცილებით უკეთესია, ვიდრე შენი. ადამიანმა შესაძლოა ნახოს სხვისი მოგზაურობის ფოტოები და იდარდოს თუ რატომ არის საკუთარი ცხორება ასეთი მოსაწყენი. ეს უბიძგებს საკუთარი ცხოვრება არასაიმედოდ შეაფასოს. რაც წარმოშობს სურვილს გააზიარონ საკუთარი “ჰაილაითები”, გაუტოლდნენ სხვებს და გამოიყურებოდნენ როგორც “საინტერესო”.
სოციალური ქსელი როგორც ემოციებისა და სტრესის გამწოვი
ხშირად ნახავდი ბრაზის გამოხატვას Facebook-ზე. რადგან სოციალური მედია ყველას აძლევს საშუალებას ხმამაღლა გამოხატოს რაც სურს, ეს შესაძლოა იყოს გახდეს ცდუნება და ადამიანმა საკუთარი ბინძური თეთრეული გამოამზეუროს. ინტერნეტამდე ეს ცდუნება არ არსებობდა.
იმედგაცრუებების გამოხატვა
Huffington Post-ის ამ სტატიის მიხედვით “ოვერშეარინგი საზრდოობს პირადი მოწყვლადობითა და დაუცველობით”. ადამიანებს ახასიათებს იდარდონ თუ რას ფიქრობს სხვა ადამიანი მასზე და ცდილობს და უბიძგებს შეფუთოს ის რაც მისი აზით განსჯადია. ეს უბიძგებს პირადი ცხოვრების შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაცია გააზიაროს.
ყურადღების მისაქცევად
ბევრ ადამიანს სჭირდება დიდების 15 წუთი. ლაიქების, კომენტარების, გაზიარებების მიღება. და ეს მცირედი ყურადღების მიქცევა საკმარისია რომ შეექმნათ ცნობილობის ილუზია. ეს უბიძგებს გააზიარონ უფრო მეტი და გააზიარონ ისეთი რაღაცები რაზეც ფიქრობენ რომ ყურადღებას მიიქცევს და აზიარებენ მაშინაც კი თუ ძალიან ბევრი მოსდით.
რა უნდა ვიცოდეთ?
რატომ წარმოადგენს პრობლემას პირადი ინფორმაციის დიდი რაოდენობით გაზიარება? ჩამოთვლილია რამდენიმე მიზეზი თუ რა ნეგატივი ახლავს “ოვერშეარინგს”.
არაჯანსაღია
როდესაც აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს, ჩართული ვართ და ვაზიარებთ დიდი რაოდენობით ინფორმაციას – ეს ნიშნავთ რომ ვთამაშობთ თამაშშს, სადაც საკუთარ ცხოვრებას ვადარებთ სხვებისას. ამან შესაძლოა ადამიანი მიიყვანოს დეპრესიამდე, დაბალ თვითშეფასებამდე და ეჭვიანობამდე. ასევე, შეგრძნება რომ საჭიროა უფრო და უფრო მეტი პირადი დეტალის გაზირება რათა საინტერესო გამოჩნდე ასაზრდოებს ზემოთ ჩამოთვლილ ნეგატიურ გრძნობებს.
მივყავართ უსაფრთხოების პრობლემებამდე
Facebook-ის მსგავს საიტებს სტალკერების სამოთხეს უწოდებენ. თუ ვინმეს ნამდვილად სურს სამიზნედ გაგხადოს , მათ შეუძლიათ შენს შესახებ უამრავი ინფორმაცია მიიღონ Facebook-დან. რაც მეტს აზიარებ, მეტი შეუძლიათ გაიგონ. ასევე, შესაძლოა პიროვნების მოპარვის რისკის ქვეშ აღმოჩნდე.
დააზიანოს შენი რეპუტაცია
თუ იტყვი რაიმეს დაუფიქრებლად, შესაძლოა დიდი პრობლემები მოყვეს. ამით ყველაფერი ითქვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან პირადი ინფორმაციის გადაჭარბებით გაზიარება?
პირადი ინფორმაციის დიდი რაოდენობით გაზიარება არის ჩვევა. თუმცა ჩვევის მოშორება მარტივია. მოცემულია რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოიშორო ეს ჩვევა მისი არსებობის შემთხვევაში.
არ დაპოსტო როცა გაბრაზებული ხარ
ბრაზმა შესაძლოა გიბიძგოს თქვა ისეთი რამ, რასაც სხვა შემთხვევაში არ იტყოდი. ბრაზმა შესაძლოა არც მოგცეს საშუალება დაფიქრდე იმაზე, თუ რას ამბობ. ბრაზით დაწერილი პოსტით შესაძლოა გააზიარო მესიჯი რისი გაზიარებაც არ გინდოდა.
ინტერნეტში არაფერი პრივატული და არაფერი იშლება. თუ შენი პროფილი დახურულია მაინც მთელი ქსელი ხედავს თუ რა გააზიარე. თუ გაზიარებულ პოსტს წაშლი, შენს ფრენდებს მაინც ვერაფერი შეაჩერებს რომ გადააზიარონ შენი ნათქვამი.
ამგვარად, თუ გრძნობ რომ ბრაზით აზრიარებ რაიმეს Facebook-ზე, შეჩერდი. მიეცი საკუთარ თავს დრო დამშვიდდე, სანამ რაიმეს გააზიარებდე.
იყავი სელექტიური
სოციალურ ქსელში სანამ რაიმეს გააზირებ, დაფიქრდი ნამდვილად ღირს თუ არა ამის გაზიარება. გამოიყენე კრტიტიკული აზროვნება რომ განსაზღვრო რა გააზიარო სოციალურ ქსელში და რა არა. გადაწყვიტე არის თუ არა კონკრეტული ინფორმაცია ზედმეტად პირადული. კითხე საკუთარ თავს: შეუძლიია ვინმეს ეს ინფორმაცია გამოიყენოს შენს საწინააღმდეგოდ?
სოციალური ქსელი არ არის შენი ცხოვრება…არც ვინმე სხვისი
სოციალური ქსელი გამოსადეგი ინსტრუმენტია. თუმცა, ფრთხილად იყავი შენი ცხოვრება არ მოიცვას. ნუ იფიქრებ რომ სოციალურ ქსელში რაიმეს დამტკიცება გჭირდება. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ არ დარდობენ იმდენად, რამდენადაც ამას ინტერნეტი გაფიქრებინებს.
სოციალური ქსელი არ არის ადამიანების ცხოვრების რეალობის ამსახველი. ეს არის ჰაილაითების გროვა. სოციალური ქსელი წარმოსახვითი ცხოვრების ნაცვლად სცადე დაურეკო შენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და მათთან გაატარო დრო.
და, თუ ფიქრობ რომ ეს საიტები უარყოფით გავლენას ახდენს შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სცადე რომ გამოეთიშო ინტერნეტს გარკვეული დროით.