მიმდინარე წლის გაზაფხულზე Google-ის თანამშრომელმა, რომელიც Pixel სმარტფონების კამერების დეველოპერი იყო, დატოვა კომპმანია. მისი კარიერა ამით არ დასრულებულა, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ის უკვე მუშაობს Google Camera-ს ალტერნატივაზე სხვა კომპანიისთვის.
მარკ ლევოი კომპანია Adobe-ში გადავიდა ვიცე პრეზიდენტის თანამდევობაზე, ხოლო მისი ახალი პროქტი სმარტფონებისთვის უნივერსალური კამერის აპლიკაციის შექმნაა. გუნდი მისი მეთაურობით უკვე მუშაობს აპლიკაციაზე და ძალიან მალე მობილური ფოტოგრაფიის მაღალი დონის აპლიკაციით არა მხოლოდ Pixel-ების და GCam mod-ების მომხამრებლები შეძლებენ საშუალებას.
კომპანიას უკვე აქვს მთელი რიგი საფირმო გადაწყვეტილებები ფოტოსა და ვიდეოს დამუშავებისთვსი: Photoshop Camera, Adobe Research, Sensei AI და Adobe Lightroom. როგორი იქნება სპეციალისტების ნამუშევარი ლევოის მეთაურობის ქვეშ ჯერ-ჯერობით უცნობია. ჭორების თანამხმად აპლიკაციას ექნება HDR+ ტექნოლოგია, პორტრეტული რეჟიმი და ღამით გადაღება.
კომერციული სახელწოდება და რელიზის თარიღს Adobe ჯერ არ ასაჯაროებს.