სმარტფონების კვების ბლოკების სიმძლავრის ზრდა უყურადღებოდ არ დარჩენილა ჰაკერებისთვის. ჩინელი სპეციალისტების ინფორმაციით, კვების ბლოკების მართვის სისტემის მოწყვლადობების საშუალებით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ არა მხოლოდ მისი მწყობრიდან გამოყვანა არამედ სმარტფონის დაზიანებაც კი.
Tencent-ის შემადგენლობაშ შემავალი Huanwu Lab-მა შეტევის მოქმედების მექანიზმზე ისაუბრა, რომელსაც BadPower ქვია. ჰაკერები ახორციელებენ კვების ბლოკების პროგრამულ უზრუნველყოფაში მითითებულ რიცხვებს, რითაც ხელოვნურად იზრდება დენის ძალა და ძაბვა. ეს მოქმედებები ახურებს მაკომპლექტებელ ნაწილებს რითაც აქსესუარი და გაჯეტიც გამოყავს მწყობრიდან, ასევე შესაძლებელია მოწყობილობას ცეცხლისც კი გაუჩნდეს.
სწრაფი დამუხტვის მოწყობილობები არ არის პრიმიტიული კომპონენტებისგან შემდგარი და მას მიკროპროგრამებით აღჭურვილი მიკროსქემებიც აქვს. ასეთი მიკრიოპროგრამის დანიშნულებაა სმარტფონსა და კვების ბლოკს შორის კომუნიკაციის დამყარება და ძაბვისა და დენის ძალის კონტროლი. BadPower-ის საშიშროება იმაშა, რომ პარამეტრების ცვლილება სიმპტომების გარეშე ხორციელდება, ხოლო დავირუსებას წამებიც კი ყოფნის.
Tencent-ის ექსპერტებმა გატესტეს 35 დამტენი მოწყობილობა სხვა და სხვა მწარმოებლისან, რომელთაგან 18 მოწყვლადი აღმოჩნა. კვების ბლოკებზე პროგრამული განახლებების დაყენება მომხმარებლისთვის მიუწვდომელი პროცედურაა და გამოსავალი მომავალში უფრო დაცული კვების ბლოკების წარმოებაა.