OnePlus Nord აღჭურვეს 6,44 Fluid AMOLED ეკრანით, რომელსაც 2400×1080 გარჩევადობა და 90 ჰერცი სიხშირე აქვს. ეკრანი ბრტყელია გვერდებში მომრგვალების გარეშე და დაცულია Gorilla Glass 5 შუშით.
აპარატულ პლატფორმას Qualcomm Snapdragon 765G წარმოადგენს მე-5 თაობის ქსელების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ორი მოდიფიკაცია: 8/128 და 12/256 ოპერატიული/შიდა მეხსიერებით.
უკანა პანელზე დარის კამერის 4 მოდული. მთავარი 48 მპ. სენსორი f/1.75 აპერტურით, ოპტიკური და ელექტრონული სტაბლიზაციით. 2X ზუმი გამოსახულების მოჭრით მიიღწევა. მხარდაჭერილია 4K/30fps ვიდეოგადაღება და slow-mo 1080p/240fps. არის ასევე 8 მეგაპიქსელიანი ზეფართო კუთხის მქონე კამერა, 2 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერა და 5 მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. წინა კამერა ორი მოდულისგან შედგება, რომლებიც 32 მპ. და 8 მპ. სენსორებისგან შედგება.
სმარტფონი აღჭურვილია 4114 მა/სთ აკუმლატორით და კაბელით 30 ვატ სიმძლავრეზე იმუხტება. პორტებიდან ხელმისაწვდომია USB-C 2.0. არის Wi-Fi 5, Bluetooth 5.1, GPS და NFC მოდულები. თითის ანაბეჭდების სკანერი ეკრანშია ჩაშენებული. მოწყობილობა Android 10.0 სისტემით მუშაობს და აქვს OxygenOS საფირმო გარსი.
სიახლე გაყიდვაში 4 აგვისტოს შემოვა და მთელ რიგ ევრიპულ და აზირ ქვეყნებში იქნება წარმოდგენილი:
აზია | ევროპა | |
ინდოეთი ჰონკონგი მალაიზია | ავსტრია ბელგია ბულგარეთი Დიდი ბრიტანეთი ხორვატია ჩეხეთის რესპუბლიკა დანია ესტონეთი ფინეთი საფრანგეთი გერმანია საბერძნეთი უნგრეთი ირლანდია | იტალია ესპანეთი ლატვია ლიტვა ლუქსემბურგი მალტა ნიდერლანდები პოლონეთი პორტუგალია რუმინეთი რუსეთი სლოვაკეთი სლოვენია შვედეთი |
OnePlus Nord-ის ღირებულება €399/379 იქნება.