IT პროექტების პოპულარული ჰოსტინგის Git-Hub-ის შემქნელებმა Git-Hub Archive პროგრამა განახორციელეს. პროგრამის ფარგლებში მათთან განთავსებული ყველა მნიშვნელოვანი რეპოზიტორია დაარქივდა და დაიმალა არქტიკაში ძალიან ღრმად, იმისთვის რომ 1000 წლის შემდეგაც კი არ დაკარგოს დაგროვილი ცოდნა მომავალმა თაობებმა.

მოხდა GitHub-ზე განთავსებული პრეოქტების კოდის ფოტოგრაფირება, რომელთა შორის შევიდა Bitcoin, Linux, Python და სხვა მრავალი. ფირები piqlFilm ფორმატში გაკეთდა, რომელიც მასზე აღბეჭდილ სურათს 1000 წლის განმავლობაში შეინახავს. სულ 21 ტერაბაიტამდე ინფორმაცია იქნა გადატანილი ფირზე. სპეციალური სახლემძღვანელო შესაძლებელს ხდის მოიძებნოს ნებისმიერი პროექტი და ახსნილია თუ როგორ უნდა მოხდეს მისი წაკითხვა.

ყოველი გორგოლაჭი შეიცავს სახელმძღვანელოს ხუთ სხვა და სხვა ენაზე. ყოველ გორგოლაჭზე არის განთავსებული პროექტის ტექნიკური ისტორია და კულუტურული ფასეულობის აღწერა. ასევე ახსნილია თანამედრო ინფორმატიკის, გამოთველბის და ღია კოდის შექმნის საფუძვლები. პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ეს მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს, რომ გაიგონ თუ როგორი იყო თანამედროვე სამყარო და ასევე შეძლებენ კომპიუტერების და ტექნოლოგიების თავიდან შექმნას ამის საჭიროების შემთხვევაში.

არქივი განთავსებულია მიტოვებულ ქვანახშირის შახტაში 250 მეტრის სიღრმეში ნორვეგიაში, კუნძულ შპიცბერგენზე. ამბობენ, რომ იქ დაცულ მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება ატომური ომის ან ელექტრომაგნიტური იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც კი.

დეველოპერების პროფილი, რომელთა კოდიც არქივში მოხვდა ატარებს სპეციალურ ბეიჯს “Arctic Code Vault Contributor”. გარდა ამისა განიხილება სხვა ლოკაციებშიც შეიქმნას მსგავსი არქივი ინფორმაციის უფრო საიმედოდ შენახვისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here