Samsung-ის Galaxy Unpacked ღონისძიებაზე კომპანიამ სიახლეები წარმოადგინა, რომელთა შორის მთავარი სიახლე Galaxy Note 20 / Note 20 Ultra სმარტფონები იყო.
წელს Note სერიაში ორი მოდელი წარმოგვიდგინეს: Galaxu Note 20 და Galaxy Note 20 Ultra. ორივე მოწყობილობას აქვს AMOLED ეკრანი, ფლაგმანური Qualcomm და Exynos ჩიპსეტები და ტოპ კამერები.
Galaxy Note 20-მა მიიღო 6.7 დიუმიანი Infinity-O ეკრანი 2400×1080 გარჩევადობით, HDR10+ და 60 ჰერცი სიხშირით. Ultra ვერსიას აქვს 6,9 დიუმიანი კერანი მომრგვალებული გვერდებით, 3088×1440 გარჩევადობით და 120 ჰერცი სიხშირით.
მწარმოებლურობაზე ამერიკის ბაზრისთვის ზრუნავს Qualcomm Snapdragon 865+, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში Exynos 990 (7 nm+) ჩიპსეტი. ჩვეულებრივ ვერსიაში არის 8 გიგაბაიტი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება, ხოლო Ultra-ს აქვს 12 გიგიაბაიტი. შიდა მეხსიერება 128 გიგაბაიტია ხოლოდ Ulta-ში ის 512 გიგაბაიტი არის.
ორივე მოდელის კამერების მოდული სამი კომპონნეტისგან შედგება, თუმცა საერთო მათ მხოლოდ ზეფართოკუთხოვანი მოფული აქვთ. დანარჩენი ორი მოდული განსხვავებულია. Galaxy Note 20-ში 12 მეგაპიქსელიანი ჩვეულებრივი სენსორია ოპტიკური სტაბილიზაციით და 16 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო სენსორით. მათი წყალობით კამერას შეუძლია სამმაგი ჰიბრიდული ზიმი და 30-მაგი ციფრული ზუმი. Galaxy Note 20 Ulta-ში არის 108 მეგაპიქსელიანი სენსორი ოპტკური სტაბილიზაციით და 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო სენსორი. მათ აქვთ შესაძლბლობა 5-მაგი ოპტიკური ზუმის და 50-მაგი ციფრული ზუმის. ორივე მოდელს აქვს 8K ვიდეო გადაღების მხარდაჭერა. წინა კამერებს 10 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს ორივე მოდელში.
Note 20-ს აქვს 4300 მა/სთ აკუმლატორი, ხოლო Ultras 4500 მა/სთ აკუმლატორი აქვს. არის 25 ვატიანი სადენით და 15 ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. ორივე სმარტფონი მუშაობს მე-5 თაობის ქსელებში და დაცული არის წყლის ზემოქმედებისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. მათ აქვთ Wi-Fi 6, Bluetooth 5.0, GPS და NFC მოდულები. თითის ანაბეჭდების სკანერი ეკრანშია ჩაშენებული. Ultra მოდელს ასევე აქვს microSD ბარათების სლოტი.
S-Pen-იც განახლდა და მას უფრო ნაკლები შეყოვნება აქვს, რითაც ის უფრო ბუნებრივი და მარტივი მოსახმარი გახდა. დაემატა უფრო მეტი ჟესტების მხარდაჭერა და ის ახლა მარცხენა მხარეს არის განთავსებული.
ახალი Galaxy Note-ები უფრო მჭიდრო ინტეგრაციაშია Microsoft-ის სერვისებთან. მომხმარებლები შეძლებენ PDF ფაილებზე ანოტაციების შექმნას.
Galaxy Unpacked 2020 – სრული ვიდეო: