The Wall Street Journal გვატყბონებს, რომ Twitter და TikTok აწარმოებენ წინასწარ მოლაპარაკებებს მათი სავარაუდო გაერთიანების შესახებ ა.შ.შ-ში. გარიგების პირობები ჯერ არ არის ცნობილი.
ამასთანავე Microsoft უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს მოლაპარაკებებს TikTok-ის მფლობელ ByteDance Ltd.-თან. წყაროების ცნობით ის უფრო სასურველი მყიდველია TikTok-ისთვის. ბაზრის მასშტაბებით Twitter გაცილებით პატარაა Microsoft-ზე და კომპანიას გაუჭირდება გარიგების ფინანსურ ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ Twitter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 29 მილიარდამდე დოლარია, ხოლო მაიკროსოფტი 1,6 ტრილიონი ღირს დამზად არის TikTok-ში 30 მილიარდი გადაიხადოს. Microsoft-ში ამბობენ, რომ “TikTok-ის შესყიდვის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მომხმარებლების პირადი მონაცემების სრული უსაფრთხოება და გარიგება მომგებიანი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტეტების ეკონომიკისთვის.”
7 აგვისტოს ა.შ.შ-ს პრეზიდენტა დონალ ტრაპმა ხელი მოაწერა TikTok-ის დაბლოკვას ა.შ.შ-ში. აღნიშნული გადაწყვეტილება 15 სექტემბერს ამოქმედდება. ამის შემდეგ TikTok-ს აეკრძალება ნებისმიერი გარიგება ა.შ.შ-ში განნავსებულ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან. გადაწყვეტილება ეხება Tencent-ს, ByteDance-და მათ შვილობილ კომპანიებს. ერთადეთი საშუალება რითაც ბლოკირების თავიდან აცილებაა შესაძლებელი 15 სექტემბრამდე გაყიდოს შესაბამისი წილი ა.შ.შ-ში რეგისტირებულ ბიზნესზე.
ამავდროულად TikTok გეგმავს ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლოს.