Apple-ის ყოფილმა დეველოპერმა და ინჟინერმა დევიდ შეიერმა მოყვა იმისა შესახებ, რომ 2005 წელს iPod Software მუშაობდა ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს სამხედრო კონტრაქტორთან Betchel-თან, რომ შეექმნათ iPod-ის მოდიფიკაცია. Betchel გეგმავდა მომწყობილობაში დამატებითი დეტალების დამატებას და სპეციალური შიფრაციის შექმნას ფლეერის დისკზე განთავსებული ინფრომაციისთვის.
შაიერის ამბობს, რომ ერთ დღეს 2005 წლის ბოლოსკენ iPod Software-ის დირექტორმა მას შეატყობინა ამ ამოცანის შესაებ და თხოვა ემერიკის ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალისტებს დახმარებოდა ფლეერის მოდიფიკაციის შექმნაში. მათ ერქვათ მეთიუ და პოლი, ისინი მუშაობდნენ Bechtel-ში. ინჟინრებმა თქვეს, რომ უნდათ შეიტანონ ფლეერის კონსტრუციაში და პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებები, თუმცა სამხედროებისთვის მისი ვიზუალური მხარე არ უნდა შეცვლილიყო.
Apple-ში პროექტის შესახებ მხოლოდ 4 ოთხმა ადამიანმა იცოდა, ესენია: თვითონ შაიერი, iPod Software-ის დირექტორი, iPod ქვედანაყოფის ვიცე-პრეზიდანტი და Apple-ის აპარატული უზრუნველყოფის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
დეველოპერი ამბობს, რომ მეთიუს და პოლს Bechtel-იდან უნდა ესწავლათ iPod-ის საოპერაციო სისტემასათან მუშაობა. საქმე იმაშია, რომ ფლეერის ოპ. სისტემა არ იყო დაფუძნებული კომპანიის სხვა სისტემებზე და უფრო რთული იყო გასაგებად. შაიერი ამბობს, რომ მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა ორი კომპონენტისგანშედგებოდა: აპარტული პლატფორმისა და დაბელი დონის საოპერაციო სისტემისგან (კვების მართვა, ბირთვი და დრაივერები), რომლებიც Apple-მა შეიძინა Portal Player-ისგან და მაღალი დონის სისტემისგან, რომელიც უზრუნველყოფდა სამომხმარებლო ინტერფეისს, მეხისერების მართვას და სხვა ფუნქციებს, რომელიც შეძენეილი იყო Pixo-სანგ. ამის გამო Apple-ის ახალბედა ინჟინრებს აძლევდნენ ერთ კვირას, რომ გარკვეულიყვნენ თუ როგორ დაეკომპილირებინათ საოპერაციო სისტემა, ჩაეტვირთათ ის iPod-ში და და მოეხინათ მისი ტესირება და შეცდომების აღმოჩენა. ამავდროულად iPod-ის საოპერაციო სისტემა დაწერილი იყო C++ ენაზე და არ ქონდა გარეშე აპლიკაციების მხარდაჭერა – Apple-ს არასდროს არ გაუსაჯაროებია მისი დოკუმენტაცია.
კომპანიამ Bechtel-ის ინჟინრებს გამოუყო კაბინეტი სადაც მათ ინტერნეტთან კავშირი ქონდათ, თუმცა დახურული იყო Apple-ის შიდა ქსელებთან წვდომა. ისინი თავიდან კომპანიაში შესასვლელად შაიერს უკავშირდებოდნენ და მისი საშვით ხვდებოდნენ სამუშაო კაბინეტში, თუმცა მას ეს მობეზრდა და სტუმრებისთვის დაამზადებინა ისეთივე საშვი, რომელიც მაგ. ყავის კურიერს ქონდა.
ამის გარდა მეთიუსა და პოლს არ აძლევდნენ წვდომას ფლეერის წყარო კოდთან სერვერზე და ამის ნაცვლად შაიერმა მათ კოდი DVD დისკზე ჩაწერილი მიაწოდა და მათ ეკრძალებოდათ დისკის შენობიდან გატანა. გარდა ამისა ყველა ამოცანის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა მიიღეს მხოლოდ მოდიფიცირებული საოპერაციო სისტემა მათი ვერსიის ფლეერისთვის და არა წყარო კოდი.
შეიერი ამბობს, რომ მეთიუ და პოლი აღმოჩნდნენ საკმარისად კვალიფიციური ინჟირები, მათ სწრაფად აითვისეს დეველოპმენტის ინსტრუმენტები, შექმნეს საოპერაციო სისტემის ასლი და შეცვალეს ინტერფეისი იმისთვის, რომ გაერკვიათ თუ როგორ მუშაობს მოდიფიცირებული საოპერაციო სისტემა.
სპეციალისტებმა მოდიფიკაციისთვის მე-5 თაობის iPod (iPod Video) შეარჩიეს. შაიერი აღნიშნავს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი ქონდა. პირველ რიგში მარტივი იყო ამ მოწყობილობის დაშლა და აწყობა მასზე კვალის დატოვების გარეშე, განსხვავებით უფრო პოპულარული iPod Nano-სგან. მეროე ის, რომ მოწყობილობას ქონდა 60 გიგაბაიტიანი დისკი, რაც საკმარისი იყო დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. გარდა ამისა ეს იყო იმ დროისთვის iPod-ის ბოლო ვერსია, რომელშიც Apple არ იყენებდა საკუთარ ციფრულ ხელმოწერას საოპერაციო სისტემის დაცვისთვის, რაც მის გატეხვას ამარტივებდა.
ინჟინრებს არ უსაუბრიათ საკუთარი ამოცანების შესახებ დეტალურად და მხოლოდ ზედაპირული ახსნით შემოიფარგლებოდნენ. Apple-ის სპეციალისტს არ უნახავს თუ რა დამატებითი კომპონენტები შეიტანეს iPod-ის სამხედრო ვერსიაში და ვერ გაიგო თუ რისთვის იყო ისინი საჭირო. შაიერი ამბობს, რომ მეთიუ და პოლი საუბარს არიდებდნენ თავს და იწყებდნენ დავას იმის შესახებ თუ სა წასულიყვნენ სადილად.
შეიერი ვარაუდობს, რომ Beachtel-ის ინჟინრებს შეეძლოთ iPod-ში გეიგერის მრიცხველი მოეთავსებინათ და ამ ვარაუდის გასამყარებლად ამბობს, რომ 2005 წელს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ $9 მილიარდი გამოყო თავდაცვისთვის, მაგ. ბირთვული შეკავების პროგრამისთვის. შეიერი ამბობს, რომ ფლეერი ადამიანის ხელში სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება, შეგიძლიათ ისეირნოთ ქალაქში, მოუსმინოთ მუსიკას და ამავდროულად ეძებოთ კონტრაბანდული ურანი ან ბინძური ბომბი, რაც გაზრდილი რადიაციული ფონის მონიტორინგით ხდება.
რამდენიმე თვეში მეთიუმ და პლლმა Bechtel-იდან დაასრულეს პროექტზე მუშაობა. მათ Betchel-ის ოფისში გადაიტანეს კომპიუტერები და ფლეერები შემდგომი ტესტირებისთვის და დაუბრუნეს შეიერს საწყისი კოდის შემცველი DVD დისკი. ამის შემდეგ ისინი Apple-ში არ გამოჩენილად. შეიერი ამბობს, რომ სამხედრო პროექტის მიმდინარეობის შესახებ კომპანიაში მხოლოდ ოთხმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც უკვე არ მუშაობენ იქ, ხოლო დოკუმენტური მონაცემები ამის შესახებ არ იწარმოებოდა. ამიტომაც კომპანიასთან ოფიციალურად ინფორმაციის გამოთხოვას ამ თანამშრომლობის შესახებ არანაირი აზრი არა აქვს, რადგანაც მათ არანაირი ჩანაწერი არ აქვთ პროექტის შესახებ.