სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ სილიკონის ველზე ჭორები გავრცელდა, რომ Apple-ის ბიზნესი ჩაიძირებოდა. ინვესტორები Wall Street-დან წუხდნენ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ხოლო ფანებს აწუხებდათ კითხვა: შეძლებს თუ არა Apple დარჩეს ინოვაციური კომპანია?
დღეს Apple-ის აქციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა. კომპანიის ღრებულებამ 2 ტრილიონს მიაღწია, რაც კანადის, რუსეთის და ესპანეთის მშპ-ზე მეტია. Apple რჩება უმსხვილეს დომინანტ კომპანიად სმარტფონების ბაზარზე.
ის რაც მოხდა ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეძლო ადამიანმა, რომელსაც ბონომ მასტერ ძენი უწოდა გადაექცია სტივ ჯობსის ქმნილება ტიმ კუკის Apple-ად, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს-ისტორიად, როცა მეთოდმა გაიმარვა მაგიაზე.
მაშინ როცა ჯობსი დირიჟორობდა ინოვაციებს, ქმნიდა ახალ პროდუქტებს, რომელიც სფეროში გადატრიალებას ახდენდა, კუკმა Apple თავის ანარეკლად აქცია. 59 წლის გენერალური დირექტორი და მისი კომპანია ფრთხილი, თანამშრომლობისკენ მიდრეკილი და ტაქტიკურია.
როგორც ყოფილი ტოპ-მენეჯერები ამბობენ ტიმ კუკის ეპოქის Apple, არის კორპორატიული კოლოსი, რომელიც ცდილობს გაიზარდოს, ქმნის პროდუქტების და სერვისების იმპერიას ყოფილი მმართველის რევოლუციური გამოგონებების საფუძველზე. კომპანიის მიერ ჩინელი მომხმარებლების მოზიდვით კომპანიამ საგრძნობლად გაზარდა გაყიდვები, ხოლო ეფექტურობის გაზრდით შეინარჩუნა კონტროლი დანახარჯებზე.
დომინანტური ლიდერის შეცვლა იშვიათად სრულდება წარმატებით. მაგალითად გამოდგება მაიკროსოფტიდან ბილ გეითსის წასვლის შემდეგ კომპანიის მდგომარეობა და General Electric-დან ჯეკ უელჩის წასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც.
“გაიხსენეთ 2011 წლის ოქტომბერი, ხალხი ამბობდა “ყველაფერი დასრულდა” – ყვება მაიკ სლეიდი, სტივ ჯობსის მრჩეველი და Apple-ის ტოპ-მენეჯმენტის ყოფილი წევრი. სლეიდი ამატებს, როცა ხდება ერთი ლიდერის მეორეთი ჩანაცვლება, დიდი რისკი ყველაფერი გაფუჭდეს, რადგანაც ახალ ლიდერს აქვს მიდრეკილება “მე ახლა ყველას გაჩვენებთ/დაგიმტკიცებთ!”. ამ გაგებით ტიმ კუკმა შესანიშნავად იმუშავა.
ტიმ კუკის Apple შეუერთდა, მაგრამ არ გამხდარა მთავარი ნოვატორი “ჭკვიანი სახლის”, ტელევიზიის და ავტომობილების ინდუსტრიის სფეროებში. მიუხედავად ამისა კომპანია მაინც წარმატებით განაგრძობს განვითარებას.
2011 წელს ტიმ კუკის მმართველობის დასაწყისში Apple-ის მოგება 2-ჯერ მეტად გაიზარდა, ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება 348 მილიარდიან 1.9 ტრილიონამდე გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს კუკმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გააკეთა განცხადება, კომპანიაში გაძლიერდა პროცესები, რომლებიც ემსახურება მომხმარებლების კონფიდენციალურობის და ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. ახალმა პოზიციებმა Apple კრიტიკის სამიზნედ აქცია და მათ ბრალს დებდნენ იმაში, რომ მათუ ბიზნესი არ შეესაბამებოდა გაცხადებულ ფასეულობებს. განსაკუთრებით ჩინეთში სადაც მომხამრებლების პირადი ინფორმაციის შენახვა სახელმწიფო კომპანიას გადასცეს, ასევე წაშალეს აპლიკაცია, რომელიც ჰონ-კონგში აქციებს უკავშირდებოდა და მუშაობდა მომწოწოდებდებთან, რომელბსაც ა.შ.შ-ს მთავრობის მტკიცებით იძულებითი შრომის პირობებში ყავდათ დასაქმებული ხალხი.
Apple იცავდა საკუთარ პოზიციებს, ამობობდა, რომ პატივს ცემდა იმ ქვვეყნების კანონებს, რომლებთანაც ქონდა ურთიერთობა. ჩინეთის შესახებ Apple აღნიშნავს, რომ ინარჩუნებს კონტროლს შიფრაციის გასაღებებზე, რომლითაც მომხამრებლების მონაცემებია დაცული, ხოლო იძულებით დასაქმებულების შესახებ მტკიცებულებები არ აღმოუჩენიათ.
Apple-ის დამოკიდებულება ჩინეთზე ყველაზე მეტად ადარდებთ ინვესტორებს, ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური დაპირისპირების გამო.
სხვა გიგანტების ლიდერებთან ერთად კონგრესში მიცემულ ჩვენებაში კუკმა თქვა, რომ ის “პირადად იზრუნებს” ქალების და შავკანიანების რაოდენობის გაზრდაზე Apple-ის მაღალ ეშელონებში. მოსმენებისა მან ასევე დაიცვა კომპანიის დამოკიდებულება დეველოპერაბთან, რომლებიც Apple-ის მონოპოლიაზე ჩივიან.
ჯობსის გარემოცვა იხსენებს, რომ სტივ ჯობსმა ტიმ კუკი იმიტომ შეარჩია მომდევნო ლიდერად, რომ ის იყო “დრამატიზმის არ მქონე” ქვედანაყოფის დირექტორი და მიდრეკილი იყო თანამშრომლობისკენ. ტიმ კუკის კანდიდატურა ბევრისთვის გასაკვირი იყო, რადგანაც ის პროდუქტებზე ორიენტირებული პერსონა იყო (product person), მაგრამ კოლეგები მიხვდნენ ჩანაფიქრს, რადგანაც Apple-ს ჭირდებოდა ახალი მიდგომა მმართველობაში.
ტიმ კუკისთვის უცხო იყო სტივ ჯობსის შემოქმედებითი წამოწყებები და მისი სიკვდილის შემდეგ მან თითქმის არაფერი შეცვალა ამ პროცესებში. ამის ნაცვალდ ის ფოკუსირდა ნაბიჯებზე, რომლებიც iPhone-ის გარშემო დიდ ციხე სიმაგრეს ააგებდა: ჭკვიანი საათი, AiPods, მუსიკა, ვიდეო და სხვა სერვისები.
“ეს არის ის, რასაც ვერ ხვდება ადამიანების უმრავლესობა: გაყიდვების მოცულობის გაზრდის უნარი – ეს Apple-ის რევოლუციური ტექნოლოგია. როგორც კი Apple რომელიმე კატეგორიაში შედის თავისი მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტილებით, კომპანია უბრალოდ ინარჩუნებს ბაზრის ფლობის კურსს. არ არის საჭირო რეკორდული სიჩქარეების აკრეფა, საკმარისია უბრალოდ ორგანული ზრდა” – ამბობს კრის დივერი, რომელიც პერსონალის მართვის და ბიზნესის განვითარების განოყოფილებაში 4 წელი მუშაობდა.
მმართველობის პირველივე დღეებიდან ტიმ კუკი ითვალისწინებს ტიმ კუკის რჩევას: “არ დასვა შეკითვა, რას გავაკეთებდი მე. აკეთე ის, რასაც შენ თვლი საჭიროდ”. ტიმი, როგორც ადრე, იღვიძებს დილის 4 საათზე და ამოწმებს გაყიდვების გლობალურ მაჩვენებლებს. მან შემოიღო თათბირი საოპერაციო და ფინანსურ გუნდებთან პარასკევობით. მონაწილეებმა ამ თათბირებს “საღამო ტიმთან” უწოდეს, რადგანაც შეხვედრები ხშირად გვიან ღამემდე გრძელდება. ტიმ კუკი, ისევე როგორც მანამდე იშვიათად შედის Apple-ის დიზაინ-სტუდიაში სადაც სტივ ჯობსი ყოველდღიური სტუმარი იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამობს: “მე ვიცოდი, რომ არ უნდა მიმებაძა სტივისთვის. მე აუცილებად ჩავფლავდებოდი ასე, რომ მოვქცეულიყავი. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ ბევრ ადამიანს ემართება, რომლებიც იღებენ ესტაფეტას იმათგან ვისაც ხალხი უწოდებს “ცხოვრებაზე მეტს”. ასეთ დროს შენ უნდა გაკვალო საკუთარი გზა და ეცადო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე”
კოლეგები და მეგობრები ტიმ კუკს შრომისმოყვარედ, მოკრძალებულად და Apple-ისთვის თავდადებულად ახასიათბენ. მისი ყოფილი კოლეგები ამბობენ, რომ ისინი იშვიათად ურთიერთობდენ მასთან, ხოლო ასისტენტები ამბობენ, რომ ის არ აღნიშნავს კალენდარში პირად საქმეებს.
მიმდინარე და ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ტიმ კუკმა შექმნა უფრო თავისუფალი სამუშაო გარემო, ვიდრე ჯობსის დროს იყო, თუმცა ის ისეთივე მომთხოვნია და ორიენტირებულია დეტალებზე. ერთხელ ის გაბრაზდა იმაზე, რომ კომპანიამ შმეთხვევით გააგზავნა 25 კომპიუტერი ჩრდილოეთ კორეში და არა იაპონიაში, ყვება ყოფილი კოლეგა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელო შეცდომაა კომპანიისთვის, რომელიც 200 მილიონ iPhone-ს აწვდის ბაზარს წელიწადში, რაზეც ტიმმა მოუჭრა: “ჩვენ ვკარგავთ სრულყოფილებისკენ სწრაფვას”.
კუკის უნარი შეაღწიოს დეტალებში, აიძულებს თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. ის აწარმოებს დაკითხვას იმ სიზუსტით, რომელმაც შეცვალა ის თუ, როგორ მოშაობენ და ფიქრობენ Apple-ის თანამშრომლები.
ტიპიური დიალოგის მაგალითი:
— პირველი კითხვა: ჯო, რამდენი ერთეული ვაწარმოეთ დღეს?
— 10 000
— როგორი იყო ეფექტურობა? — 98%
მაშინ ტიმი ამბობს: “კარგი, მაშ 98%, ამიხსენით, სად წავიდა კიდევ 2%?”
“შენ არ იცი. ეს ამაღლებს დეტალიზაციის დოენს, ამიტომაც ყველა კუკს ემსგავსება” – თქვა Apple-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯო ო’სალივანმა. მან თქვა, რომ კუკის პირველი შეხვედრა თანამშრომლებთან 1998 წელს 11 საათი გრძელდებოდა.
მენეჯერები ახლა ამოწმებენ პერსონალის ცოდნას, მანამ სანამ შეუშვებენ მათ კუკთან თათბირზე. ახალბედებს ურჩევენ ჩუმად იყვნენ. ასე იმიტომ იქცევიან, რომ დაიცვან გუნდი და კუკი. “თქვენ მამდვილად არ გინდათ გაფლანგოთ მისი დრო” – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს კომპანიაში. თუ კუკი გრძნობს, რომ ადამიანი “დაცურავს” ის სწრაფად კარგავს მოთმინებას და ამბობს “შემდეგი”, ამას ის ძალიან მარტივად და სწრაფად აკათებს, თითქოს წიგნში ფურცელი გადაშალაო. “ასეთის შემდეგ ბევრი აცრემლებული მიდიოდა” – ამბობს იგივე თანამშრომელი.
2012 წლის ბოლოს, როცა Apple-ის ტოპ-მენეჯმენტი სან-ფრანცისკოში, სასტუმრო St.Regins-შ შეიკრება, რომ ენახათ Apple Watch-ის პირველი პროტოტიპები, პირველი პროდუქტი სტივის შემდეგ, კუკი არ მივიდა იქ. მსგავსი უყურადღებობა ახალი პროდუქტის გარშემო დისკუსიის მიმართ წარმოუდგენელი იქნებოდა ჯობსისთვის. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ Apple-მა რეკორდული მოგებების მიღება დაიწყო, კუკმა ყურადღება ინვესტორებზე გადაიტანა, რომლებსაც სურდათ ცოდნოდათ თუ რას უპირებდა ის მუდმივად მზარდ ფულს.
უოლ-სტრიტელი ინვესტორებს, მათ შორის კარლ აიკანს სურდა, რომ Apple-ს დაებრუნებინა კაპიტალი მათთვის, ანუ გადაეხადა დივიდენდები. 2013 წელს კუკმა გააკვირვა მრჩეველები იმით, რომ დათანხმდა აიკანთან ვახშამს.
ჯობს არ ჯეროდა “ინვერსტორებისთვის ფულის დაბრუნების”, ერჩივნა თავისუფალი ფულის რეინვერსტირება Apple-ის განვითარებაში და ახალ პროდუქტებში. ტიმი ნაკლებად დოგმატური აღმოჩნდა. მან აიკანთან ერთად სამი საათი ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუკი სრულიად არ იყო ასეთი დელიკატური შეხვედრის წინააღმდეგი. ვახშამის შედეგად Apple-მა დამატებით 30 მილიარდი დაამატა და გაზარდა თანხა 360 მილიარდამდე, რომლითაც საკუთარი აქციები გამოისყიდა, რითაც მათი ფასი გაზარდა. ამ გადაწყვეტილებამ ახალი ინვესტორები მოიზიდა, რომელთა შორის უორენ ბაფეტიცაა.
კუკმა გაფართოვა სოციალური მიმართულების პროგრამები. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო გადაწყვეტილება შემოეღო კორპორატიული პროგრამა ქველმოქმედებისთვის, რომლის ფარგლებშიც კეთდება შემოწირულობები შესაბამის ორგანიზაციებში.
ყოფილი კოლეგები ამბობენ, რომ 2014 წელს კული პირადად შეხვდა Apple-ის ტოპ-მენეჯმენტს და განუცხადა, რომ ის გეია. ის აპირებდა საჯაროდ გამოეცხადებიან ამის შესახებ და დასვა შეკითხვები რისკების შესახებ, რომელიც შესაძლოა წამოჭრილიყო გარკვეულ ბაზრებს. იმ დროისთვის Apple-ს ყველაფერი კარგად ქონდა: iPhone 6-ის გაყიდვები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობდა.
კოლეგები ამბობენ, რომ ეს იყო “ვინტაჟური ტიმ კუკი”: სინდისიერების მაგალითი, პლიუსების და მინუსების მეთოდური გაგებით გაწონაწორებული. მან თქვა, რომ საერთო ჯამში უნდა, რომ იყოს იმ ახალგაზრდებისთვის მისაბაძი, რომლებსაც დასცინიან ან რომლებიც ნერვიულობენ, რომ ოჯახები ვერ მიიღებენ მათ სექსუალურ ორიენტაციას.
“ადამიანების მცირე წრემ იცოდა ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მერე მე დავიწყე ფიქრი, რომ მიმდინარე ეტაპზე ეს ძალიან ეგოისტური იყო. მე მჭირდებოდა ამაზე მაღლა დავმდგარიყავი. მე უნდა გავაკეთო რამე სხვებითვისაც, ვაჩვენ, რომ შეიძლება იყო გეი და ამავდროულად გქონდეს წარმატებული კარიერა” – თქვა ტიმ კუკმა 2017 წელს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კიკმა შეცვალ Apple-ის დირექტორთა საბჭო, შეცვალა პროდუქტებზე და ბაზარზე ორიენტირებული დირექტორები ფინანსებზე ფოკუსირებული კადრებით.
ჯობსის შემდეგ, რომელიც პროდუქტების იდეოლოგი იყო, ტიმ კუკმა დაამყარა მჭიდრო კავშირი განყოფილებებს შორის, როგორიცაა პრორამული უზრუნველყოფა, აპარატურა და დიზაინი. ასეთმა მიდგომამ აჩვენა მისი მიდრეკილება გააზრებულობისა და სიფრთხილის მიმართ, ის იდეების განვითარებას ნაკლებად აკონტროლებს ვიდრე ამას ჯობსი აკეთებდა.
მაგალითისთვის შეიძლება შემდეგი ისტორიის მოყვანა, როცა დენ რიჩიომ ჭკვიანი დინამიკის იდეა წარმოადგინა და ტიმ კუკმა ის კითხვვებით დაღალა და თემის უფრო დახვეწა ურჩია. რიჩიომ გადაწყვიტა, რომ იდეა არ გაამართლებდა და მასზე მუშაობა შეწყვიტა. მოგვიანებით მან მიიღო კუკისგან წერილი, რომელშიც გაუგზავნა ბმული Amazon-ის ჭკვიან დინამიკზე და კითხა თუ რა წარმატებები აქვს ამ მიმართულებით Apple-ს. რიჩიომ იმწამსვე განაახლა მუშაობა. საქმე იმაშია, რომ ჯობსის დროს თანამშრომლები მიეჩვიენ პირდაპირი მითითებების მიღებას, აქ კუკმა ყვითელი შუქი აჩვენა, რომელიც რიჩიომ წითლად აღიქვა. კუკი არ არის ჯობსივით. მას მოსმენა უყვარს. დრო და მოთმინება მისი მთავარი მოკავშირეა.
ერთ-ერთი უფროსი ინჟინრი ამბობს, რომ კუკი, როგორც წესი სიფრთხილით უდგება ახალი პროდუქის იდეებს, ემხრობა აზრს, რომ არ შეიძლება ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც შეიძლება ცუდად გაიყიდოს და კომპანიის რეპუტაცია შელახოს.
ჯონ ბერკლი, ყოფილი ინჟინერ-პროგრამისტი და Brighten.ai-ს დამფუძნებელი, რომელიც Apple-ში ვირტუალურ ასისტენტზე მუშაობდა ამობს, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ Apple მუშაობს მხოლოდ აპარატული უზრუნველყოფის განყოფილება, რითაც იზრდება წარმადობა და სხვა სეგმენტებში სრული სტაგნაცია და ინკრემენტალიზმია. Apple-ს ძლიერი ზაგვლენა მომხმარებლებზე, რომელბიც აგრძელებენ ახალი iPhone-ების შეძენას, მალავს სუსტ წერტილებს და ქმნის იმის რისკს, რომ მათ შეიძლება გამოტოვონ ტექნოლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპი. დაუსვით თქვენს თავს კითხვა, iPhone-ის რომელ ფუნქციას იყენებთ, რომელიც არ გქონდათ ხუთი წლის წინ? თქვენ მართლა იყენებთ Animoji-ს?.
ახალი პროდუქციის კატეგორიებსი ნაცვლად ტიმ კუკმა იპოვა წარმატება iPhone-ის გარშემო პროდუქტების შექმნაში, გამოუშვა საათი, ყურსასმენები, მუსიკა და სატელევიზიო სერვისი.
Counterpoint Research-ის კვლევით ამ პროდუქციამ “ააფეთქა” ბაზრები: საათებმა გადაასწრო მთელს შვეიცარიულ საათების ინდუსტრიას საცალო გაყიდვებში, AirPods-ებზე მოდიოდა 2019 წლის ბოლოს გაყიდული ყურსასმენების თითქმის ნახევარი. მიუხედავად ამისა საერთო ჯამში მათი საერთო მოგება $24,5 მილიარდი 2019 ფინანსურ წელს უფრო ნაკლები იყო ვიდრე პიკური წლიური მოგება $32 მილიარდი, რომელიც ჯობსის ბოლო პროდუქტისგან, iPad-ისგან მიიღო Apple-მა.
სიატუაციაში გარკვეული ხალხი ამბობს, რომ კუკი ეკითხებოდა ჰოლივუდელ პროდიუსერებს, როგორიცაა ბრაიან გრეიზერი, რომ გაეგო მეტი შოუ-ბიზნესის შესახებ, მანამ სანამ დაამტკიცებდა $1 მილიარდიან ბიუჯეტს Apple-ის სტრიმინგ პლატფორმის გაშვებისთვის.
AppleTV+-ის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ტიმ კუკი მშვიდად არის, ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში სერვისს ბევრი გამომწერი ეყოლება და დარწუნებულია, რომ თუ კარგი კონტენტი ექნებათ, რომელიც თავდაპირველად მათ ტელეფონში იქნება ამას მიიღებენ და ხელმომწერები გახდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ კუკი პროდუქტების განვითარებას სხვებს ანდობს, ჩინეთსა და ამერიკას შორის პოლიტიკური საკითხების გადაჭრა პირადად ურჩევნია.
კუკმა Apple-ისთვის ჩინეთის ბაზარი გახსა, როცა 2000 წელს იქაურ ქარხნებში გადაიტანა წარმოება. მან სამ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ჩინეთში და ეს ბერკეტად გამოიყენა China Mobile-თან კონტრაქტის გაფორმებისას, რითაც 700 მილიონი ახალი მომხმარებელი მოიზიდა. გარიგების შედეგად ჩინეთი სიდიდით მეორე ბაზარი გახდა Apple-ისთვის.
შეერთებულ შტატებში Apple აღმოჩნდა ჩინეთში დამზადებულ პროდუქციაზე გადასახადების დაწესების საფრთხის ქვეს. საფრთხე რომელსაც შესაძლოა ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები მოყოლ. კუკმა პრობლემის მოგვარება ორივე მხარესთან შეძლო. 2018 წელს მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრატციამ ტარიფები წარმოადგინა, კუკი გამოვიდა ჩინეთის ეკონომიკურ ფორუმზე და თავისუფალ ვაჭრობას დაუჭირა მხარი ხოლო ამერიკაში ის შვილისა და ისძის დახმარებით ტრამპთან გავიდა კონტაქტზე. ის ასევე შეხვდა ა.შ.შ-ს სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ალიტჰაიზერს და მრჩეველს ეკონომიკაში ლარი კუდლოუს. მოგივანებით მან ტრამპი მიიწვია პრეს კონფერენციაზე, ტეხასში სადაც პრეზიდენტმა თქვა რომ ქარხანა გახსნა, რის გამოც კუკი გააკრიტიკეს, რომ არ შეუსწორა ტრამპს, რომ ქარხანა იქ უკვე 2013 წლიდან უკვე მუშაობდა. ერთ ერთ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა ტიმ კუკს მეგობარი უწოდა და მას “ტიმ ეფლით” მიმართა. მაშინ ამ ისტორიამ სოციალურ ქსელებში უფრო სახალისოდ სახე მიიღო, როცა კუკმა Twitter-ში ხუმრობით გვარი Apple-ის ლოგოთი შეიცვალა.
იანვარში “ოქროს გლობუსზე” კილი ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად იყო Apple-ის სერიალიდან “დილის შორუ”. მან მოითმინა, როცა რიკი ჟერვემ იხუმრა, რომ Apple შეუერთდა “სტრიმინგების ომს შესანიშნავი დრამით, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების და ღირსების მნიშვნელობაზეა და გადაღებულია კომპანიის მიერ, რომელსაც ოფლისმწურავი საამქროები აქვს ჩინეთში”.
ხუმრობა მიუთითებდა იმაზე, რომ არ არის შესაბამისობა Apple-ის იმიჯს შორის, რომელსაც კუკი წარმოგვიდგენს “სიკეთის ძალის” სახით და იმ Apple-ს შორის, რომელსაც ხედავენ კრიტიკოსები, კორპორაციას, რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურ მოგებაზე. მაგრამ ტიმ კუკი აუდიტს უტარებს წარმოების მთელ ჯაჭვს, რომ აღმოფხვრას ბავშვების შრომა და ატარებს კურსებს, რომ აამაღლოს განათლების დონე ჩინურ ქარხნებში. ამავდროულად Apple ბოლომდე წურავს მწარმოებლებს, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოგება მინიმალური დანახარჯებით.
ორიგინალური სტატიის ბმული: How Tim Cook Made Apple His Own
ტიმ კუკის ასეთი იმიჯი, როგორც სტატიაშია აღწერილი ჩემთვის და ბევრისთვის მოულოდნელი არ იყო. WSJ-ში გამოქვეყნებულმა მატერიალმა მეტი ფაქტურა შესძინა ამ წარმოდგენას. მანამდეც ცნობილი იყო, რომ ტიმ კუკი არ სტუმრობდა ჯონი აივის დიზაინ-სტუდიას, რითაც ფრუსტრაციას განიცდიდა აივი. მაგრამ ისეთმა შტრიხებმა, როგორიცაა არ მისვლა Apple Watch-ის განხილვაზე, დირექტორების საბჭოს ცვლილებები და დიზაინის, სოფტის და აპარატურის განყოფილებებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებამ სურათი შეავსო და ბევრი მოვლენა უფრო ლოგიკურად დაგვანახა.
თუ დავფიქრდებით, ადრე ჯონი აივი დიზაინს მხოლოდ ერთ ადამიანთან ათანხმებდა და მისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იქნებოდა საერთო შეხვედრები სხვა განყოფილებებთან სადაც ყველა თავისი აზრის ჩაკვეხებას ცდილობდა. გასაკვირი არ არის თუ რატომ წავიდა ფილ შილერი მთავარი მარკეტოლოგის თანამდებობიდან, რადგანაც მარკეტინგის კეთება ძალიან დამღლელია, როცა გარშემო ფინანსისტების ჯარი გახვევია.
სტატია სრულდება აბსოლუტურად სწორი დასკვნით. ტიმ კუკი შესანიშნავი მენეჯერია, მას კომპანია სწორად მიყავს ა პუნქტიდან ბ-ში და 100%-ით იყენებს არსებულ რესურსებს. პოტენციური პრობლემა მხოლოდ იმააშია, რომ ნებისმიერი კომპანია წარმატებისთვის საჭიროებს, როგორც გენიალურ ლიდერს ასევე მას გენიალური მენეჯერი ჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში Apple-ს აქვს სიმყარის დიდი მარაგი და აურაცხელი გულშემატკივარი. თუმცა ახლა Appel ყველაზე საშიშ მდომარეობაშია. კომპანია გაიზარდა 2 ტრილიონამდე, რაც იმდენად მაღალი მწვერვალია, რომ უფრო მაღლა ასვლა წარმოუდგენლად ძნელი ხდება, როცა ამავდროულად ყოველი კვარტალის ბოლოს მათ მოეთხოვებათ ფენომენალური შედეგების შვენება, რადგანაც უბრალოდ კარგი შედეგი ჩავარდნად იქნება აღქმული. მეორე მხრივ იგივე აზრი მნიშვნელოვანი იყო მაშინაც, როცა Apple-მა 1 ტრილიონს მიაღწია და თითქოს მეტი ზრდა შეუძლებელი იყო. ალბათ ტიმ კუკს აქვს მეთოდი, რომელიც უფრო კარგად მუშაობს ვიდრე ნებისმიერი ინოვაციური და მერკეტინგული მაგია.