კომპანია Xiaomi-მ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ეკრანქვეშა კამერის ტექნოლოგიის მე-3 თაობა წარმოადგინა, რომელიც უკვე მზად არის მასიური წარმოებისთვის. ინჟინერბმა შეძლეს მიეღწიათ პროგრესისთვის და მიიღეს მაღალი ხარისხის ფოტოები.
ტექნოლოგია ითვალისწინებს პიქსელების განლაგების ახალ სქემას, რომლის წყალობითა შუქი სუბპიქსელებს შორის გადის. პიქსელების რაოდენობაც გაიზარდა, რომ შესსაბამებოდეს მათ სიმჭიდროვეს ეკრანის დანარჩენ ნაწილში. საბოლოო ჯამში მომხმარებლი ვერც კი შეამჩნევს თუ სად არის კამერა განთავსებული, რადგანაც ფერთა გადაცემის სიზუსტე და სიკაშკაშე კამერის ზევით და დანარჩენ ეკრანზე ერთნაირია.
აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი Xiaomi-ს შემდეგი თაობის MI 11 სმარტფონებში.