კომპანია Nvidia-მ წარმოადგინა ვიდეო ბარათების ახალი სერია, რომელიც ახალ Ampere ჩიპზეა დაფუძნებული. როგორც მოსალოდნელი. სერიის ფლაგმანი, რა თქმა უნდა GeForce RTX 3080 გახდა, როცა RTX 3090 ახალი Titan-ია, თუმცა ახალ სერიაში Titan დასახელების მქონე პროდუქტი არ გამოსულა. ამიტომაც RTX 3090-შ გვთავაზობენ მეხსიერების გიგანტურ მოცულობას, რა თქმა უნდა გიგანტურ ფასად. Nvidia გვარწმუნებს, რმ RTX 3090 პირველი ვიდეო ბარათია, რომელსაც თამაშების 8K გარჩევადობით გაშვება შეუძლია.
რა ვიხილეთ პრეზენტაციაზე? GeForce RTX 3080-ს აქვს 28 მილიარდი ტრანზისტორიანი გრაფიკული პროცეოსრი. წარმოადობა კომპანიამ სამ კლასად დაყო: შეიდერები, RT და ტენზორები. აღნიშნულ შემთხვევაში მაჩვენებლები შესაბამისად შემდეგნაირია: 30, 58 და 238 ტერაფლოპსი. ბარათს 10 გიგაბაიტი GDDR6X მეხსიერება აქვს. Nvidia-ს მიერ ჩატარებული ტესტებით RTX 3080 ორჯერ უფრო სწრაფია RTX 2080-ზე. RTX 3080 იქნება 1.5-ჯერ უფრო მძლავდრი ვიდრე RTX 2080 Ti და მისი ფასია $700.
ფასი/წარმადობის თვალსაზრისით უფრო შთამბეჭდავია RTX 3070, რომლის ფასიც $500 და ისიც RTX 2080 Ti-ზე სწრაფია.
რაც შეეხება RTX 3090, მისი წარმაოდობა წინა თაობის ბარათებთან შედარებით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის RTX 3080-ზე 20-30%-ით მეტ წარმადობას მოგვცემს. მართალია მისი ფასიდან გამომდინარე მომხმარებლების არჩევანი დიდწილად უმცროს მოდელებზე შეჩერდება.
პარამეტრები | GeForce RTX 3090 | GeForce RTX 3080 | GeForce RTX 3070 |
CUDA ბირთვები | 10 496 | 8704 | 5888 |
სიხშირე (გჰც.) | 1,7 | 1,71 | 1,73 |
მეხსიერება, (გბ.) | 24 | 10 | 8 |
მეხსიერების სალტე (ბიტი) | 384 | 320 | 256 |
TDP (ვტ) | 350 | 320 | 220 |
სიგრძე (მმ) | 313 | 285 | 242 |
წარმადობა შეიდერები/RT/ტენზორები (ტერაფლოპსი) | 36/69/285 | 30/58/238 | 20/40/163 |
ფასი ($) | 1500 | 700 | 500 |
გრაფიკულ პროცესორებს კომპანია Samsung აწარმოებს 8 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით.
გაყიდვაში პირველი GeForce RTX 3080 გამოვა და ის 17 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით 24 სექტემბერს გამოვა RTX 3090, ხოლო RTX 3070-ის გაყიდვები ოქტომბერში აიღებს სტარტს.
პრეზენტაციის სრული ვიდეო ჩანაწერი: