ახალი პროცესორები მუშაობს x86 Willow Cove არქიტექტურაზე და აქვთ საფირმოგ გრაფიკული მოდული Iris Xe. ჩიპები იწარმოება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით SuperFin და აქვთ LPDD4X4 4266/DDR4-3200 მეხსიერების მხარდაჭერა.
ასევე არის ჩაშენებული Thunderbolt 4, PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა და განახლებული ვიდეოს კოდირება/დეკოდირების ბლოკი.
ჩაშენებული გრაფიკას შეუძლია გამოსახულების 8K ხარისხში გამოყვანა 60 კადრი წამში სიხშირით. გაუმჯობესებულია ენერგოეფექტურობა და გაზრდილია სიხშრეები წინა თაობის Ice Lake პროცესორებთან შედარებით.
Intel ამბობს, რომ ტოპ მოდელი i7-1185G7 – Iris Xe გრაფიკული ბირთვის წარმადობით საგრძნობლად ასწრებს AMD Ryzen 7 4800U – Radeon Vega 8 გრაფიკით, ასევე კონკურენციას უწევს დისკრეტული გრაფიკის ჩიპებს როგორიცაა GeForce MX350 და კომფორტულად არის შესაძლებელი თანამედროვე თამაშების 1080p გარჩევადობით გაშვება.