Epic Games-მა თხოვა სასამართლოს, რომ გააუქმოს შეზღუდებვი, რომელიც Apple-მათ წინააღმდეგ აამოქმედა App Store-ის წესების დარღვევისთვის, რადგანაც ამით მათი ბიზნესი და მომხმარებლები ზარალდებიან.
დეველოპერის მონაცემებით Fortnite-ის AppStore-დან წაშლის შემდეგ ყოველდღიური აქტიური iOS მომხმარებლების რაოდენობა 60%-ზე მეტით შემცირდა.
Epic Games-მა მიუთითა რომ, Fortnite-ისთვის iOS უმსხვილესი პლატფორმაა: მასზე დარეგისტრირებულია 116 მილიონი მომხმარებელი, რაც თითქმის მესამედია 350 მილიონი მომხმარებლისა, რომელიც თამაშის აუდიტორიას წარმოადგენს. კომპანიის მონაცემებით Fortnite-ს მხოლოდ iOS-ზე მომხმარებლების 63% თამაშობს და ისინი შიშობენ, რომ ეს მომხმარებლები სამუდამოდ დაკარგეს.
კომპანიამ მიუთითა, რომ ზარალი მთელს მის საზოგადოებას მიადგა, მათ შორის მომხამრებლებს, რომლებიც არ თამაშობენ Fortnite-ს: ზოგიერთი თამაშების iOS ვერსიების გადმოწერაც არ არის შესაძლებელი App Store-დან, რადგანაც დეველოპერის ნაგარიში წაშალეს.
კიდევ ერთი სასამართლო აკრძალვის თემა შეიძლება გახდეს Apple-ის მუქარა, რომლითაც ისინი კომპანიას შემდეგ წელშიც უარს ეტყვიან App Store-ში ანგარიშის შექმნაზე.
მოსმენა Fortnite-ის App Store-დან წაშლის წინასწარ სასამართლო აკრძალვაზე 28 სექტემბერს გაიმართება. აგვისტოს ბოლოს მომსამართლემ ეს მოთხოვნა არ მიიღო, რადგანაც დეველოპერმა ვერ დაამტკიცა სავარაუდო ზარალი.