SpaceX-მა განაცხადა, რომ Starlink სატელიტური ინტერნეტის ტესტირებისას ინჟინრებმა 100 მეგაბიზტე მაღალი სიჩქარე დააფიქსირეს. მათ დასძინეს, რომ მონაცემების გადაცემა ძალიან მცირე შეყოვნებით ხდება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
დახურული ბეტა-ტესტირებისას ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ Starlink-ის მიმდინარე მდგომარეობით შესაზლებელია ლაგების გარეშე ვითამაშოთ მაღალი დეტალიზაციის მრავალმომხმარებლიანი ონლაინ თამაშები და ვუყუროთ რამდენიმე არხს HD ხარისხით.
SpaceX-ის წარმომადგენელმა დაამატა, რომ ტესტირებისას ინჟინრებმა სატელიტებს შორის კავშირიც დატესტეს, რომელიც ოპტიკური ლაზერებით ხორციელდება. ამ არხით ასეულობით გიგაბიტი სიჩქარით არის ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელი. ახალი ვერსიის ყველა სატელიტს აქვს აღნიშნული ლაზერული ურთიერთკავშირის ტექნოლოგია. კომპანიის გეგმებშია, რომ გაშვებისას Starlink პლანეტაზე ყველაზე სწრაფი მონაცემთა გადაცემის საშუალება გახდეს.
დახურული ბეტა ტესტირების პროცესი, რომელშიც მხოლოდ SpaceX-ის თანამშრომლები მონაწილეობენ მალე დასრულდება. ისინი ასევე ქსელის დეტალურ კონფიგურაციას აკეთებე და მისი ელემენტების მუშაობას ამოწმებენ. საჯარო ბეტა ტესტირება მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება და მსურველების მიღების პროცესი უკვე დაწყებულია.
SpaceX – 2019 წლის მაისიდან ახორციელებს მინი სატელიტების გაშვებას ორბიტაზე, რითაც სრულმასშტაბიანი ქსელი შეიქმნება და დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება ხელმისაწვდომი. ქსელი მაღალი სიჩქარის ინტერნეტს მიაწოდებს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმერ ლოკაციაში. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 10 მილიარდამდე დოლარია.