გაშვების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, პირველ ეტაპზე ხელმოწერა $5,99 იქნება თვეში.

Amazon-მა ღრუბლოვანი გეიმინგის სერვისი Luna წარმოადგინა. როდის გამოვა სერვისი უცნობია, მაგრამ მომხმარებლებს ა.შ.შ-დან უკვე შეუძლიათ წვდომის მოთხოვნა. იქნება თუ არა სერვისი სხვა ქვეყნებში ასევ უცნობია.

დასაწყისისთვის სერვისზე იქნება 100-ზე მეტი თამაში. პირველი მომხმარებლებისთვის ხელმოწერა $5,99 ეღირება თვეში. ასევე Amazon გაუშვებს ცალკეულ ხელმოწერებს Ubisoft-თან ერთად, რომ მომხმარებლებმა ადრეულ ეტაპებზე მიიღონ ახალ თამაშებზე წვდომა.

Lina ხელმისაწვდომი იქნება პერსონალურ კომპიუტერზე, მაკზე, Fire TV, iPhone და iPad მოწყობილობებზე. გაშვების შემდეგ კომპანია გვპირდება, რომ Android ვერსიასაც გამოუშვებს. ხელმოწერა საშუალებას მოგცემთ ერთდროულად ორ მოწყობილობაზე ითამაშოთ. სერვისი Twitch-თანაც იქნება ინტეგრირებული.

წინა სტატიაAirbus-მა სამი ნულოვანი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მქონე თვითმფრინავის კონცეპტი წარმოადგინა
შემდეგი სტატიაLenovo და Canonical-მა გადაწყვიტეს, რომ ThinkPad და ThinkStation პროდუქტები Ubuntu-ს მხარდაჭერით გამოვიდეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი