Epic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში დაბრუნება. მოსამართლე ივონ გოსალეს როჯერსმა (Yvonne Gonzalez Rogers) განაცხადა, რომ კომპანიები უნდა დაელოდონ მის წერილობით პასუხს.

ადრე როჯერსმა არ დააბრუნა Fortnite App Store-ში განხილვის პერიოდისთვის, თუმცა ახლა მან კომპრომისი შესთავაზა მხარეებს: Apple შეძლებს დააბრუნოს Fortnite პლატფორმაზე იმ პირობით, რომ Epic-ის მიერ დაგროვილი ფული შეინახება სპეციალურ დეპოზიტზე სასამართლო განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Apple-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ კომპანიასთან მოლაპარაკება მოუწევთ აღნიშნულ საკითხზე, ხოლო Epic-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ სასამართლო არ უნდა უწყობდეს ხელს “მონოპოლისტების უკანონო ქმედებებს”.

როჯერსმა განაცხადა, რომ Epic Games-ის არგუმენტებმა მასზე “განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს”. მან აღნიშნა, რომ 30% კომისია ეს სტანდარტული პრაქტიკაა სათამაშო ინდუსტრიაში, რომელსაც Epic წარმოადგენს. გარდა ამისა, დეველოპერმა დაარღვია Apple-ის წესები, რომელსაც ადრე ეთანხმებოდა.

“თქვენ არ იყავით გაულახდილები, თქვენ გითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ თქვენ მაინც გააკეთეთ. საზოგადოებაშ ბევრმა შეიძლება გმირებადაც ჩაგთვალონ, მაგრამ ეს მაინც წესების დარღვევაა” – განაცხადა როჯერსმა.

მოსამართლემ ასევე გააკრიტიკა Epic-ის განცხადება იმის გამო, რომ Apple-მა მათ თამაშების ძრავას Unreal Engine “აუნაზღაურებელი ზარალი”. “არ არსებობს იმის პრეცედენტი, როცა მრავალმილიარდიანი შემოსავლების მქონე კომპანია რამდენიმე მილიონით დაზარალდეს და ეს გამოუწორებელი ზიანი იყოს” – თქვა მან.

როჯერსმა განაცხადა, რომ “ის მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია” ამ საქმეში – წაგებულს აქვს აპელაციის უფლება. მისი სიტყვებით, საქმე დიდი ალბათობით ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა.

Epic Games vs Apple

ქრონიკა

სექტემბერი 11, 2021

Epic-მა წააგო ბრძოლა, მაგრამ შეიძლება ომი მოიგო. ა.შ.შ-ს სასამართლომ Apple ვალდებული გახადა გადახდის ალტერნატიული ფორმები დაუშვას

დავით მაჭახელიძე

2021 წლის 10 სექტემბერს მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსმა Epic Games-სა და Apple-ს შორის აღძრულ საქმეზე…

სექტემბერი 11, 2021
ივნისი 23, 2021

Epic Games-მა ხმოვანი ჩათი და ანტიჩითი უფასოდ გამოუშვა თამაშების დეველოპერებისთვის

დავით მაჭახელიძე

კომპანია Epic Games-მა გამოუშვა ორი უფასო ინსტრუმენტი ვიდეო თამაშების დეველოპერებისთვის. ანტიჩითი Easy და ხმოვანი ჩატი…

ივნისი 23, 2021
სექტემბერი 30, 2020

Epic Games-ის არგუმენტებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს მოსამართლეზე

დავით მაჭახელიძე

Epic Games და Apple-ის საქმის განხილვა ონლაინ სხდომის ფორმატში განხორციელდა: დეველოპერმა მოითხოვა Fortnite-ის App Store-ში…

სექტემბერი 30, 2020
სექტემბერი 6, 2020

Epic Games-მა სასამართლოს განუცხადა, რომ App Store-დან წაშლის შემდეგ მათ მომხმარებლების მესამედი დაკარგეს

დავით მაჭახელიძე

Epic Games-მა თხოვა სასამართლოს, რომ გააუქმოს შეზღუდებვი, რომელიც Apple-მათ წინააღმდეგ აამოქმედა App Store-ის წესების დარღვევისთვის,…

სექტემბერი 6, 2020
სექტემბერი 5, 2020

იაპონელმა აპლიკაციების დეველოპერებმა Epic Games-ს მხარი დაუჭირეს

დავით მაჭახელიძე

Bloomberg-ის პუბლიკაციის თანახმად ბევრი იაპონელი მობილური აპლიკაციების დეველოპერი მხარს უჭერს Epic Games-ს Apple-ის წინააღმდეგ ბრძოლაში….

სექტემბერი 5, 2020
წინა სტატიაAmazon-მა უსაფრთხოების მფრინავი კამერა წარმოადგინა
შემდეგი სტატიაNASA და SpaceX Crew Drgagon-ის პირველ საოპერაციო ფრენას განახორციელებენ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი