გარდა ახალი Pixel 5 და Pixel 4a 5G-სმარტფონებისა Google-მა წარმოადგინა სატელევიზიო დონგლის განახლებული ვერსია, რომელიც ამჯერად Google TV საოპერაციო სისტემით იმართება, ასევე ჭკვიანი დინამიკი Nest Audio.
2014 წლიდან Google აქტიურად ავითარებდა საკუთარ საოპერაციო სისტემას ტელევიზორებისა და სეტ-ტოპ ბოქსებისთვის Android TV, რომელიც Nexus Player-თან ერთად გამოვიდა. ექვსი წლის შემდეგ კომპანიამ გადაწყვიტა კარდინალურად გადაამუშაოს სისტემის ინტერფეისი და ახალ Chromecast დონგლთან ერთად წარმოადგინა Google TV საოპერაციო სისტემა, რომელიც Android TV-ის ბაზაზეა შექმნილი.
Google TV-ის ინტერფეისი აგებულია სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ სერვისების სწრაფ რეკომენდაციებზე, ასევე გათვლილია საეთერო არხების ტრანსლაციაზე. ჩართვისთანავე სისტემა მომხმარებლებს შესთავაზებს ყველაზე საინტერესო და კონკრეტულ მომხმარებელზე გათვლილ კონტენტს. რა თქმა უნდა Cast პროტოკოლიც ჩაშენებულია Chromecast-ის ორიგინალური ფუნქციონალით.
გარდა ამისა დაგვპირდენენ, რომ 2021 წელს გამოვა სათამაშო სტრიმინგ სერვისის Stadia-ს მხარდაჭერაც.
მოწყობილობას აქვს მართვის პულტიც, რომელზეც მრგვალი ჯოისტიკი და რვა ღილაკი აქვს მენიუში ნავიგაციისთვის, ხმის დონის კონტროლისთვის, ხმოვანი ასისტენტისა და საოპერაციო სისტემის რეჟიმების გადასართავად.
მას განახლებული პროცესორი აქვს და 4K კონტენტის გაშვება შეუძლია 60 კადრი წამში სიხშირით. სისტემა თავსებადია Dolby Vision ტექნოლოგიასთა და შეუძლია ხარისხიანი ხმის გამოცემა.
კიდევ ერთი სიახლე არის Nest Audio. გაჯეტი ცილინდრის ფორმისაა მომრგვალებული ნაპირებით და ნაჭრის გარსით. ასაღცევად არის ვარდისფერი, ნათელი-ცისფერი, ნაცრისფერი, თეთრი და მენთოლის ფერის ვარიანტები. მოწყობილობის ზომებია 175 х 124 х 78 მმ. მას 75 მილიმეტრიანი საბვუფერი და 19 მილიმეტრიანი მაღალსიხშირული დინამიკი აქვს.
გაჯეტის მუშაობს ოთხ-ბირთვიან ARM Cortex A53 პროცესორზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობის გარნიტურის სახით გამოყენებაა შესაძლებელი, ინჟინრებმა მასში სამი მიკროფონი მოათავსეს. მისი მართვა Google-ის ხმოვანი ასისტენტის საშუალებით ხორციელდება და აქვს Spotify, Pandora, YouTube Music და Deezer-ის მხარდაჭერა.
Chromecast-ის ღირებულებაა $49, ხოლო Nest Audio $100 დაგიჯდებათ.