2020 წლის სექტემბერში კომპანია ERC-იმ ხელშეკრულება გააფორმა კომპანია COMMVAULTSYSTEMS-თან ამ ბრენდის პროდუქტების დისტრიბუციის შესახებ საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უკრაინაში. COMMVAULTSYSTEMS აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მაღალი კლასის წამყვანი მწარმოებელია მონაცემთა მართვისთვის cloud-ში და შიდა IT ინფრასტრუქტურაში.

საპარტნიორო ქსელის განვითარება Commvault-სთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. კომპანია ERC-თან თანამშრომლობა მას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს ფოკუსირება და წარმომადგენლობითი ქსელი ისეთ ბაზრზებზე, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი და ა.შ.

„იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა გააფართოებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს იმ პარტნიორებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის დაცვა და შენახვა სჭირდებათ, ხელმისაწვდომს გახდის Commvault-ისა და ERC-ის მთელ პორტფელს. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტით Complete, განახლებული Activate-თ, Hedvig-ითა და ახლადწარმოდგენილი Disaster Recovery-ს მეშვეობით მოვიცავთ ყველა ბაზრის სეგმენტს, მცირე ბიზნესიდან დაწყებული ენტერპრაიზით დასრულებული“. – აცხადებს ივან ზასოხლინი, Commvault-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

COMMVAULT ბაზრის ლიდერია ისეთი ავტორიტეტული გამომცემლების ვერსიით, როგორებიცაა: Gartner, Forester და სხვები.

კომპანია ERC სიამაყით წარმოადგენს საქართველოში, უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში მსოფლიო მწარმოებელს COMMVAULT-ს, რაც კომპანიებს კორპორაციული ინფორმაციის მართვისა და დაცვის სფეროში საკუთარი მონაცემების სტრატეგიულ აქტივებად გარდაქმნაში დაეხმარება.

კომპანია COMMVAULT-ისა და ERC-ის ურთიერთინტერესები გამოხატულია ეფექტურ სტრატეგიაში საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ბაზრების განვითარებაში, გადაწყვეტილებების პოპულარიზებაში და მაღალი ექსპერტიზის საპარტნიორო ბაზის ფორმირებაში. COMMVAULT-ის გადაწყვეტილებებს დამატებული სხვა ბრენდები, რომლებიც არის კომპანია ERC პორტფელში, უზრუნველყოფს სინერგიულ ეფექტს.

„ჩვენი პროგნოზებით, ეს ყველაფერი მითითებული ბაზრების სწრაფი განვითარებისთვის ძლიერი ბიძგი იქნება და უფრო ეფექტურად დააკმაყოფილებს ჩვენი დამკვეთების მოთხოვნებს“. – განაცხადა ERC-ის კორპორატიული გადაწყვეტილებების დირექტორმა ტატიანა კორჟენკომ.

ჰოლდინგი ERC, რომელიც უკრაინაში წარმოდგენილია როგორც Value Added Distributor, ელექტრონიკის სამომხმარებლო და კორპორატიულ სეგმენტებში ბიზნესს სხვა ქვეყნებშიც ავითარებს ლიდერი IT კომპანიების კონტრაქტების პორტფელით. 300-ზე მეტი კონტრაქტი გრანდ-მომწოდებლებთან და 3500-ზე მეტი დამკვეთი პარტნიორი – თითოეული მათგანი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით.

25 წელზე მეტი გამოცდილება უკრაინაში, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, თანამედროვე ლოჯისტიკური კომპლექსი, ეფექტური სერვის ცენტრი, უნიკალური აქტუალური მარკეტინგული ინსტრუმენტები და ყველა დავალებისთვის აღჭურვილი მრავალმოდულიანი საგანმანათლებლო კომპლექსი მთავარი უპირატესობაა კომპანიის საქმიანობისთვის.

ERC უახლოეს მომავალში ბიზნეს პარტნიორებს კვალიფიციურ წინა სარეალიზაციო, მარკეტინგულ და ტექნიკურ მხარდაჭერას წარუდგენს ყველა ეტაპზე: COMMVAULT-ის გადაწყვეტილებების გაცნობიდან მათ იმპლემენტაციამდე.

პარტნიორ კომპანიას ERC-თან თანამშრომლობით შეუძლია მიიღოს:

• კონსულტაციები COMMVAULT საპარტნიორო პოლიტიკასთან დაკავშირებით
• დახმარება საბოლოო მომხმარებელთან გაყიდვისას
• ტექნიკური კონსულტაცია და დახმარება საპილოტო პროექტებში
• ტექნიკური და გაყიდვების სპეციალისტების მომზადება
• პროექტების დაცვა წესების გათვალისწინების შემთხვევაში
• საბოლოო შეთავაზებების გაფართოება კომპლემენტარული გადაწყვეტილებებით

COMMVAULT-ის პორტფელის და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან უკვე არსებული კონტაქტების საშუალებით.

წინა სტატია10 ხრიკი მარტივად სწავლისთვის
შემდეგი სტატიანოემბერში Apple დიდი ალბათობით ARM MacBook-ს წარმოადგენს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი