iPhone 12 ახალი დიზაინით წარსდგა მომხმარებლის წინაში, უფრო ბრტყელი ნაპირებით, უფრო მსუბუქი და თხელი გახდა ვირდე გასული წლის მოდელი. სმარტფონი აღჭურვილია Apple Super Retina XDR OLED ეკრანით და 2532×1170 გარჩევადობა აქვს.

Corning-თან ერთად კომპანიამ შექმნა ახალი დამცავი შუშა სპეციალურად iPhone 12-ისთვის, რომელსაც Ceramic Shield ქვია. კომპანიის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ აღნიშნული დამცავი შუშა 4-ჯერ მეტად დაიცავს ეკრანს ვარდნისას ვიდრე წინა მოდელებში.

iPhone 12 პირველი Apple-ის სმარტფონია 5G ქსელების მხარდაჭერით და კომპანიაში ამბობენ, რომ მას აქვს ყველაზე მეტი 5G დიაპაზონის მხარდაჭერა ვიდრე ნებისმიერ სხვა სამარტფონს ბაზარზე. თუ გარკვეულ მომენტში საჭირო არ არის მაღალი სიჩქარე, მაშინ iPhone 12 ავტომატურად გათიშავს 5G ქსელს, რომ დაზოგოს ენერგია. 5G-ის გაცხადებული სიჩქარე 3,5 გიგაბიტს შეადგენს.

iPhone 12 აწყობილია უახლესი Apple A14 პროცესორის ბაზაზე, რომელიც 5-ნანომეტრიანი ტექპროცესით მზადდება. iPhone 12 მსოფლიოში პირველი სმარტფონია 5 ნანომეტრიანი ჩიპით. Apple A14 შეიცავს 5 გამოთვლით და 4 გრაფიკულ ბირთვს, რომლებიც 50%-ით სწრაფია წინა მოდელზე. გარდა ამისა Neural Engine-ში ახლა უკვე 16 ბირთვია, რისი წყალობითაც მისი წარმადობა 80%-ით გაიზარდა. მანქანური დასწავლის აპარატული აჩქარება 70%-ით აჩქარდა.

კორპუსის უკანა მხარეზე განთავსებულია მთავარი კამერა ორი მოდულით. ახალი 12 მეგაპიქსელიანი მოდული აღჭურვილია 7-ელემენტიანი ობიექტივით და აქვს ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერა. Apple გვპირდება, რომ iPhone 12-ში საგრძნობლად გაუმჯობესდება კამერის მუშაობა ცუდი განათების პირობებში და ასევე დაიხვეწება გამოთვლითი ფოტოგრაფიის რეჟიმი.

წარმოადგინეს MagSafe ტექნოლოგია, რომელიც უკაბელოდა მუტვას გააუმჯობესებს და გაამარტივებს დამუხტვის კორექტული პოზიციის მოძებნას კორპუსშI ჩამონტაჟებული მაგნიტების დახმარებით. პარტნიორებთან ერთად Apple აქსესუარების სერიაზე მუშაობს, რომლებსაც MagSafe-ის მხარდაჭერა ექნება და სმარტფონი ქეისშიც უპრობლემოდ დაიმუხტება.

Apple анонсировала iPhone 12 и iPhone 12 mini с поддержкой 5G

რაც შეეხება iPhone 12 mini-ს, რომელიც ზუსტად იგივე iPhone 12-ია გარდა ეკრანისა. თუ ჩვეულებრივ iPhone 12-ში 6.1 დიუმიანი ეკრანია, აქ 5.4 დიუმიანი პანელი დაგხვდებათ.

iPhone 12 გაყიდვაში 23 ოქტომბრიდან შემოვა, ხოლო iPhone 12 mini მოგვიანებით 13 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. წიანსწარი შეკვეთები უვეკ 21 ოქტომბრიდან გაიხსება. iPhone 12 $799-დან, ხოლო iPhone 12 mini $699-დან იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაiPhone 12 Pro და Pro Max
შემდეგი სტატიავენერაზე სიცოცხლის არსებობის მეორე ნიშანი აღმოაჩინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი