შემოდგომის მე-2 პრეზენტაციაზე კომპანია Apple-მა iPhone-ის ახალი თაობის სმარტფონები წარმოადგინა. თქვენს ყურადღებას სერიის ფლაგმანზე iPhone 12 Pro-ზე შევაჩერებ.
რაც მთავარია iPhone 12-მა მიიღოა სრულიად ახალი დიზანი ბრტყელი უჟანგავი ფოლადის ჩარჩოთი და შუშის უკანა პანელი. თუმცა უფრო საინტერესოა წინა პანელი. Apple-მა შეამცირა ეკრანის გარშემო ჩარჩოები, რითაც თითქმის უცვლელ ზომებში iPhone 12 Pro-ში გამოიყენება 6.1 დიუმიანი (იყო 5.8 დიუმი) ხლოლო iPhone 12 Pro Max-ში 6.7 დიუმიანი პანელი. სიახლეებში გამოიყენება Super Retina XDR ეკრანი, რომელსაც უფრო მეტი სიკაშკაშე და გარჩევადობა აქვს.
გაუმჯობესება შეეხო მთავარ კამერასაც. ტელეობიექტივი iPhone 12 Pro Max-ში 2.5-ჯერადი ოპტიკური ზუმითაა აღჭურვილი, რაც ჯამში 5-ჯერად გადიდებას გვაძლევს. iPhone 12 Pro-ში მხოლოდ 4-ჯერადი ზუმია შემოთავაზებული.
ორივე მოდელს აქვს ProRAW ფორმატის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფოტოგრაფიები RAW ფომატში გადაიღოთ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია Deep Fusion-იც შეძლებს RAW ფოტოგრაფიების გაუმჯობესებას.
ახლა უკვე iPhone 12 Pro-ს საშუალებით შეძლებთ გადაიღოთ ვიდეო არა მხოლოდ HDR-ში, არამედ Dolby Vision HDR ფორმატში, ასევე დაამონტაჟოთ ის დიდ ეკრანზე AirPlay-ს საშუალებით.
iPhone 12 Pro-ს ღირებულება $999-დან იწეყბა, ხოლო iPhone 12 Pro Max-ის შეძენბა $1099-დან არის შესაძლებელი. წინასწარი შეკვეთები 21 ქოტომბრიდან იქნება შესაძლებელი.