დიდი მოლოდინი დასრულდა და AMD-მ წარმოადგინა სამი Radeon RX 6000 ხაზის ვიდეო ბარათი, რომლებიც კონკურენციას NVIDIA RTX 3000 სერიას გაუწევენ. ჯერ წარმოადგინეს მოდელი RX 6800 XT, რომელიც 649$ ღირს და ის უფრო მძლავრია ვიდრე RTX 3080. RX 6800, რომელიც 579$ ეღირება შეესაბამება NVIDIA RTX 2080 Ti ან RTX 3070 მოდელებს. და ბოლოს სერიის ფლაგმანი გახდა RX 6900 XT, რომელიც 999$ ეღირება და უტოლდერბა RTX 3090 მოდელს.

სამივე ვიდეო ბარათი დაფუძნებულია უახლეს AMD RDNA 2 არქიტექტურაზე, რომელიც ასევე გამოიყენება ახალი თაობის კონსოლებში Xbox Serias X და PlayStation 5. სამივე სიახლეს აქვს Raytracing-ის მხარდაჭერააპარატული აჩქარებით და AMD გვპირდება, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს 4K და 14440p გეიმინგში.

Radeon RX 6800 XT

აღნიშნული მოდელის ფაის 649$ იქნება და თამაშებში წარმადობით შესაბამისი იქნება RTX 3080-ის შესაძლებლობებთან. ვიდეო ბართს აქვს 16 გიგაბაიტი GDDR6 ოპერატიული მეხსიერება, საბაზისო ტაქტური სიხშირე 2015 მეგაჰერცი, ტურბო სიხშირე 2250 მეგაჰერცი და 72 გამოთვლითი ბლოკი.

კომპანიის ტესტების თანახმად 4K Radeon RX 680 XT უფრო წარმადია ვიდრე RTX 3080 ისეთ თამაშებში, როგორიცაა Battlefiel V, Borderland 3, Call of Duty: Modern Warfare და Forza Horizon 4. სხვა პროექტებში, მათ შორის Shadow of the Tomb Raider, Gears 5 და Doom Eternal, წარმადობა ერთ დონეზეა კონკურენტთან მიმართებაში. თუ ეს შედეგები გავრცელდება თამაშების უფრო ფართო სპექტრზე, შეიძლება ითქვას, რომ Radeon RX 6800 XT ნამდვილად შეიძლება გახდეს 4K გეიმერის რეალური არჩევანი.

1440p გარჩევადობისას შედეგები ახლოსაა ერთმანეთთა. რა თქმ აუნდა საბოლოო დასკვნის გამოსატანად საჭიროა ვიდეო ბარათის რეალურ პირობებში ტესტირება. თუმცა ჩანს, რომ AMD-მ შეძლო შეექმან გრაფიკული პროცესორი, რომელსაც NVIDIA-ს კონკურენცია შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება უფრო ნაკლებია 20 ვატით და ის 300 ვატს შეადგენს.

Radeon RX 6800

შემდეგი არის RX 6800, რომელიც 579$ ეღირება და ის NVIDIA RTX 2080 Ti-ზე უკეთესია, როგორც 4K ასევე 1440p გეიმინგში. გრაფიკულ პროცესორს აქვს 60 გამოთვლითი ბლოკი, 1815 საბაზისო და 2105 მეგაჰერცი სიხშირე ტურბო რეჟიმში და რა თქმა უნდა 16 გიგაბაიტი GDDR6 ოპერატიული მეხსიერება.

საინტერესოა, რომ ენერგომოხმარებით Radeo RX6800 250 ვატიანია, რაც 10 ვატით ნაკლებია კონკურენტზე. AMD-მ არ შეადარა სიახლე RTX 3070-ს ამიტომაც რეალურ ტესტებამდე ჯერ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ვიდეო ბარათი კარგად გამოიყურება 1440p გეიმინგისთვის.

Radeon RX 6900 XT

და ბოლოს ფლგმანი AMD Radeon RX 6900 XT – ის 999$ ეღირება და მისი წარმადობა RTX 3090-ს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-ს ბარათის 8K გეიმინგს უმიზნენს, 24 გიგაბაიტი ვიდეო მეხსიერება მისით უფრო RTX Titan-ის ჩანაცვლებაზე მიუთითებს, რომელიც დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი. AMD-მ არ გაზარდა მეხსიერება და მასაც 16 გიგაბაიტი GDDR6 მოდულები აქვს, რაც მოწყობილობის ღირებულებაზე დადებითად აისახა.

ვიდეო ბარათი Radeon RX 6900 XT აღჭურვილია 80 გამოთვლითი ბლოკით, 2015 მეგაჰერცი საბაზისო და 2250 ტურბო სიხშირით. სიახლე უფრო მძლავრია ვიდრე RTX 3090 ისეთ თამაშებში, როგორიცაა Battlefield V, Forza Horizon 4 და Gears 5. სხვა პროექტებში წარმადობა თანაბარია ან ოდნავ ნაკლები.

უფრო დეტალურად ტექნიკური მახასიათებლების შესახებ

სამივე ვიდეო ბარათი აწყობილია ტრადიციული დიზაინით და იკავებს 2.5 დიუმიან სლოტს დედაპლატაზე, აქვს ჩვეულებრივი გაგრილების სისტემა სამი ქულერით. კონკურენტისგან განსხვავებით AMD-მ არ შეამცირა პლატის ზომა და არ იყენებს 12 კონტაქტიან კვების კონექტორს.

სამივე ვიდეო ბარათს აქვს 16 გიგაბაიტი ვიდეო მეხსიერება GDDR6, რაც უფრო მეტია ვიდრე RTX 3070 (8 GB) და RTX 3080 (10 GB) მაგრამ ნაკლებია ვიდრე RTX 3090 (24 GB). აღსანიშნავია, რომ RTX 3080 და 3090 იყენებს უფრო სწრაფ GDDR6X მოდულებს და ეს მაშინ, როცა AMD არ გადავიდა უფრო ძვირადღირებულ მოდულებზე უფრო მეტი ენერგომოხმარებით.

ამის ნაცვლად AMD-მ ეფექტურობა გაზარდა Infinty Cache ტექნოლოგიის საშუალებით. თამაშები 4K გარჩევადობით მოითხოვენ მაღალ გამტარუნარიანობას და AMD-ს იმედი აქვს ამ პრობლემის მოგვარებას უფრო დიდი კეშით შეძლებს და არ დაჭირდება GDDR6X-ის გამოყენება.

AMD იყენებს მაღალსიჩქარიან 128 მეგაბაიტიან კეშ-მეხიერებას, რომელიც დაუძნებულია პროცესორის L3 კეშის ტექნოლოგიაზე და ასევე გამოიყენება Zen 3 არქიტექტურაში. მოსალოდნელია, რომ მისი წყალობით ორჯერ მეტი გამტარუნარიანობა იქნება მიღწეული. ასე და ამგვარად ყველა ახალი ვიდეო ბარათი შეძლებს უფრო ეფექტურად გადასცეს მონაცემები გრაფკულ კონვეერში და უფრო მეტ წარმადობას მიაღწევს ენერგომოხამრების გაზრდის გარეშე.

ყველა ვიდეო ბარათი დაფუძნებულია AMD RDNA 2 არქიტექტურაზე და მათ აქვთ ყველა Microsoft DirectX12 Ultimate API-ს მხარდაჭერა, მათ შორის DirectStorage, აპარატული RayTracing და Variable Rate Shading. ასევე არის Rage Mode-ის მხარდაჭერა ვიდეო ბარათების მარტივი და სტაბილური ოვერქლოქინგისთვის.

DLSS

AMD გვპირდება, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს 4K გეიმინგში, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ DLSS ტექნოლოგიის ანალოგი. სუპერსემპლინგის ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ამით რადიკალურად აუმჯობესებს გრაფიკულ შესაძლებლობებს თამაშში სულ რაღაც ერთი პარამეტრის გააქტიურებით.

ამ მიმართულებითაც არ მოგვიწევს დიდ ხანს ლოდინი, რადგანაც AMD უვკე მუშაობს სუპერსემპლინგზე და გვპირდება, რომ ტექნოლოგია იქნება ღია და კროსპლატფორმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალი თაობის კონსოლებზეც გააქტიურდება. AMD თანამშრომლობს მთელ რიგ კომპანიებთან და ინდუსტრიისგან კარგ მხარდაჭერას მოელის, თუმცა ეს ფუნქცია გაყიდვების დაწყებისთვის მზად არ იქნება.

გაყიდვები

AMD Radeon RX 6800 XT და RX 6800 გაყიდვაში 18 ნოემბრიდან შემოვა, ხოლო ფლაგმანი Radeon RX 6900 XT 8დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი