OnePlus-მა ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი OnePlus 8T Cyberpunk 2777 Limited Edition, რომელიც მხოლოდ ჩინეთში გაიყიდება.
მისი ფასი 3 999 იუანი იქნება, რაც დაახლოებით 600 დოლარია. მოწყობილობას აქვს 12 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება. გაჯეტის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია და გაყიდვაში 11 ნოემბერს გამოვა.
ტექნიკური მონაცემებით მოწყობილობა არ განსხვავდება ჩვეულებრივი OnePlus 8T-ისგან და განსხვავება მხოლოდ პროგრამაში და დიზაინშია.
ახალ სმარტფონში გამორჩეულია კამერის ბლოკი, რომელზეც არის წარწერა NETRUNNER EDITION, 2077 და NEURAL CONNECTION STATUS: ACTIVE. ასევე კორპუსზე არის შტრიხკოდები თამაშიდან.
უკანა პანელზე არის მწარმოებლის და თამაშის ლოგოტიპები და ზედაპირი ვიზუალურად კარბონის მატერიალს ემსგავსება.
მყიდველები ასევე მიიღებენ სპეციალურ თემას და ფონებს სამუშAო მოაგიდისათვის, Always-On-Display-ზე გაფორმებას და კამერის ფილტრებს. ყუთში ასევე იქნება Warp Charge 65 W, ბეიჯები და სტიკერები.