გასულ კვირას Apple-მა რევოლუციური ჩიპი M1 წარმოადგინა, რომელიც პირველია კომპანიის სამაგიდო ARM პროცესორებში და მის ბაზაზე უკვე ხელმისაწვდომია MacBook Air, 13-დიუმიანი MacBook Pro და Mac mini.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა ჩიპი აღჭურვილია 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით, რომელსაც 2,6 ტერაფლოპსი წარმადობა აქვს თამაშებისაა და ინტენსიური გრაფიკული გამოთვლებისთვის. გაცხადებული არ ყოფილა არანაირი კონკრეტული ციფრები რითაც შეიძლებოდა გვემსჯელა ახალი ჩიპის გრაფიკულ შესაძლებლობებზე, თუმცა ქსელში უკვე გამოჩნდა GFXBench 5.0-ის ტესტირების შედეგები.

ორივე სისტემა macOS-ზე დაიტესტა და გამოყენებულ იქნა Metal გრაფიკული ინტერფეისი. რადგანაც Apple-ს მანამდე მხოლოდ AMD ქონდა დისკრეტული გრაფიკისთვის შედარებაში გამოყენებულ იქნა GeForce GTX 1050 Ti, რომელიც გარე კორპუსში იყო მოთავსებული და სისტემას Thunderbolt 3 ინტერფეისით უკავშირდებოდა.

ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია, რომელიც ახალი პროცესორის ბაზაზე წარმოებული მაკების პირველ ეგზემპლარებზე ჩატარდა. შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ M1-ის გრაფიკული პროცესორი უპრებლემოდ უწევს კონკურენციას ისეთ პროცესორებს, როგორიცაა APU AMD Ryzen 4000 (Radeon Vega 8) და Intel Tiger Lake (Iris Xe). M1-ის წარმადობა გაცილებით მეტია ვიდრე Intel IGU მე-10 და მე-11 თაობის ჩიპებში, რომლებიც გამოიყენება წინა თაობის MacBook Air, MacBook Pro და Mac mini-ში.

წინა სტატიარითია კარგი ახალი M1 ჩიპი და ღირს თუ არა ახალი მაკების შეძენა
შემდეგი სტატიაAdobe-მა Photoshop-ის ბეტა ვერსია გამოუშვა Apple M1 ჩიპისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი