Redmi-ს საათები 1,4 დიუმიანი ეკრანით არის აღჭურვილი და დაცულია წყლის ზემოქმედებისგან 50 მეტრის სიღრმემდე.

ფუნქციონალის მხრივ ყველაფერი სტანდარტულია – დრო, ფიზიკური აქტივობები, 7 ტიპის ვარჯიშების მონიტორინგი, სმარტფონიდან შეტყობინებების გადაცემა. არის პუსლომეტრი, მაგრამ არ არის GPS, ამიტომაც გარეთ სირბილი და ველოსიპედით მოძრაობა დაბალი სიზუსტით დაიტრეკება.

მწარმოებელი გვპირდება, რომ Redmi Watch 12 დღეს გაძლებს ერთი მუხტით. ამავდროულად საათი ძალიან მსუბუქია და სულ რაღაც 35 გრამს იწონის. კორპუსზე არის მიკროფონი ხმოვანი ასისტენტისთვის და NFC უკონტაქტო გადახდებისთვის.

სიახლე 299 იუანი ღირს რაც დაახლოებით 150 ლარის ფარგლებშია, თუმცა უცნობია გაიყიდება თუ არა საათი ჩინეთის საზღვრებს მიღმა. ასევე იმუშავებს თუ არა NFC მოდული გლობალურად. გამოდის, რომ მივიღეთ Mi Band 5-ის შესანიშნავი ალტერნატივა უფრო დიდი ეკრანით.

წინა სტატიალინუს ტორვალდსი ისურვებდა ახალი მაკის შეძენას ახალი ჩიპით მაგრამ…
შემდეგი სტატიაAndroid for Windows Subsystem: Microsoft ახალ Project Latte-ზე მუშაობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი